ზურაბ ჭიაბერაშვილი ევროპული საქართველოს მაჟორიტარობის კანდიდატად დასახელდა
პოლიტიკა - 16:02, 28 Aug, 2020     1034

ევროპული საქართველოს ლიდერმა, დავით ბაქრაძემ, ახმეტის მოსახლეობას პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატი თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის ოლქში, ზურაბ ჭიაბერაშვილი წარუდგინა.

დავით ბაქრაძემ და ზურაბ ჭიაბერაშვილმა ადგილობრივებს ევროპული საქართველოს საარჩევნო პროგრამა გააცნეს, რომლის მიხედვითაც პენსია და სოციალურად დაუცველთა დახმარება ორჯერ გაიზრდება.

დავით ბაქრაძის განცხადებით, საზოგადოებას სჭირდება ცვლილებები და სწორედ ამ ცვლილებების გზა გადის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე.

ზურაბ ჭიაბერაშვილმა ყურადღება გაამახვილა მოსახლეობის მძიმე სოციალურ მდგომარეობაზე. მისი თქმით, ევროპული საქართველოს გეგმა ითვალისწინებს ყველა იმ კომპონენტს, რომელიც შეცვლის ადამიანების ცხოვრებას უკეთესობისკენ.

"ახმეტაშიც და მთელ საქართველოშიც ხალხს სჭირდება ცვლილებები. ცვლილებები, იმიტომ რომ დღევანდელმა ცხოვრებამ მოიტანა ძალიან ბევრი პრობლემა: უმუშევრობა, სიღარიბე, გაზრდილი ფასები, კრიმინალი, ხოლო გამოსავალი არის ცხოვრების შეცვლა არჩევნების გზით. ამ ცვლილებებს აქვთ კონკრეტული შინაარსი, მათ შორის ის, რომ მთავრობამ უნდა შეამციროს თავისი ბიუროკრატიული ხარჯები და გაზარდოს პენსიები და სოციალური დახმარებები, ნაკლები გადასახადებით ბიზნესს დარჩება მეტი ფული, რათა ქვეყანაში უმუშევრობამ მოიკლოს, ინფრასტრუქტურული პროექტები ბოლომდე უნდა იქნას მიყვანილი, რათა ყველა ქალაქსა თუ სოფელს ჰქონდეს გაზი, წყალი და სხვა კომუნალური საშუალებები. სწორედ ასეთი ცვლილებები სჭირდება საზოგადოებას და ამ ცვლილებების გზა გადის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე. თითოეულ ადამიანს უნდა ესმოდეს, რომ ოქტომბრის არჩევნები არის არა იმაზე, თუ ვინ შევა კაბინეტში, არამედ ეს არის ცვლილებების გზა, ადამიანების ცხოვრების შეცვლის გზა. მე ვფიქრობ, რომ დღეს ეს ბევრ ადამიანს ესმის და დარწმუნებული ვარ, რომ ოქტომბრის არჩევნები იქნება სწორედ ცვლილებების არჩევნები", — თქვა დავით ბაქრაძემ.

"მოსახლეობას როგორც აქ, ისე სხვა რეგიონებში, აწუხებს მძიმე სოციალური პრობლემები. ამის გამოსავალი არის ჩვენი საარჩევნო გეგმა, რომელიც ითვალისწინებს სოციალური დახმარებების გაზრდას და ბიუროკრატიული ხარჯების შემცირებას, რაც იქნება გარდამტეხი, რათა ადამიანების ცხოვრება შეიცვალოს. ევროპულ საქართველოს აქვს კონკრეტული გეგმა, თუ როგორ უნდა შემცირდეს უმუშევრობა და სიღარიბე, ხოლო ამ ცვლილებებზე გზა გადის ოქტომბრის არჩევნებზე", - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42