თამარ ბაჩლიაშვილის საქმეში ახალი დეტალები ხდება ცნობილი - ბაჩალიაშვილების ოჯახის ადვოკატი პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ საქმეში მწყემსების რაოდენობის ზრდაზე საუბრობს.
რამიშვილი აცხადებს, რომ თითოეული მათგანი გამოძიებას ცრუ ჩვენებას აძლევს.
ადვოკატის ინფორმაციით, ყველა მწყემსი ერთნაირ ჩვენებას აძლევს. ამბობენ, რომ ტერიტორია, სადაც ბაჩლიაშვილი იპოვეს, არ გამოიყენება ნახირის საძოვრად. რამიშვილი კი ამბობს, რომ მას თავად აქვს ვიდეომასალა, სადაც ჩანს, ზუსტად იგივე ადგილიდან ნახირი გამოდის.
"უფრო მეტი რაოდენობა იჩენს თავს მწყემსების. მრავლდებიან. აქამდე თუ იყო მამა-შვილი, ახლა დაემატნენ სხვა მწყემსებიც... ჩვენებების ასე გადმოკოპირება ყველა ზღვარს გადის. ყველა ერთნაირი ტექსტით ავრცელებს ინფორმაციას, რომ აღნიშნული ტერიტორია არანაირად არ გამოიყენება ნახირისთვის საძოვრად. ამ დროს, ერთი თვის შემდეგ, როდესაც მე ვიდეოკადრები გადავიღე, დახმარება იქაურმა მაცხოვრებელმა გამიწია, ზუსტად იმ საძოვრიდან დიდი რაოდენობის ნახირი გამოვიდა. ანუ, მე ყველაფერი საწინააღმდეგო დავადასტურე. ტყუილი არასდროს დაიმალება. ამით დასტურდება რომ, არა ორი, არამედ ყველა მწყემსი ტყუის და ამას სათავეში იქაური ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლები უდგანან", - ამბობს რამიშვილი.
მასალის გამოყენების პირობები






