"ჩვენ სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ სტრატეგიული ტყუილისგან ამომრჩევლის დასაცავად"- კოალიცია ძალა ერთობაშია განცხადებას ავრცელებს
პოლიტიკა - 20:42, 27 Aug, 2020     1430
ძალა ერთობაშია, ძალა გულწრფელობაშია, ძალა შეთანხმების შესრულებაშია - გაერთიანებული ოპოზიცია ძალა ერთობაშია "ევრიპული საქართველოსა" და გიორგი ვაშაძის განცხადებებს ეხმაურება.
ოპოზიციის ლიდერების განცხადება ნიუპოსტმა ცოტა ხნის წინ მოიპოვა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
"ძალა შანტაჟის ენით საუბარში, სტრატეგიულ ტყუილსა და გაურკვეველი კაპიტალით წაქეზებული შეთანხმების დარღვევაში არ არის.საერთო ოპოზიციური ფრონტის შესაქმნელად და მომაბეზრებელი საარჩევნო ბუღალტერიის დასასრულებლად ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ ნაბიჯები, ჯერ კიდევ 3 თვის წინ გადადგა და მაჟორიტარულ არჩევნებში თბილისის 8 ოლქიდან 6-ში მონაწილეობაზე უარი თქვა. უფრო მეტიც, ჩვენ ოპოზიციურ პარტიებს უპრეცედენტო შეთავაზება, ერთიანი სიის იდეა შევთავაზეთ. ერთობის შექმნის მიზანი ოპოზიციური კანდიდატების მიერ პირველ ტურში გამარჯვების მოპოვება იყო, მაგრამ რამდენიმე პოლიტიკურმა ჯგუფმა ერთიანი მაჟორიტარული კანდიდატების შერჩევის პროცესში მონაწილეობაზე უარი თქვა, რამაც შეთანხმების მიზანს ზიანი მიაყენა. მიუხედავად ამისა, შეთანხმება შედგა და ეს მთლიანად ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა და "ძალა ერთობაშია" გაერთიანების დათმობის ხარჯზე მოხდა, რადგან, თუ 2018 წლის არჩევნების პირველი ტურის შედეგების პროპორციებს ავიღებთ, ერთიან ნაციონალურ მოძრაობას კანდიდატი 8 - დან მინიმუმ 5 ოლქში უნდა დაეყენებინა, მაგრამ მხოლოდ 2-ში დააყენა, ანუ დიდწილად, ჩვენმა გაერთიანებამ ამ შეთანხმების გადამწყვეტი წინაპირობა შექმნა.

თუმცა, ოპოზიციური შეთანხმების მონაწილე სუბიექტმა "ახალმა საქართველომ" პირობა დაარღვია: პირველი - გიორგი ვაშაძეს ისნის მაჟორიტარული ოლქის არჩევნებში მონაწილოება "გაერთიანებული ოპოზიცია - ძალა ერთობაშიას" ფორმატის სახელით უნდა მიეღო. მეორე - მან საბურთალოს ოლქში წარადგინა კანდიდატი, რომელზეც კონსესუსი არ ყოფილა. ამავე დროს, გიორგი ვაშაძე სხვადასხვა პირებთან კომუნიკაციაში აცხადებდა, რომ გაერთიანებიდან "ძალა ერთობაშია" გასვლა შეთანხმებული იყო, რაც მცდარ ინფორმაციას წარმოადგენს. ასე რომ, სხვა პოლიტიკურმა სუბიექტმა შეთანხმება დაარღვია და სტრატეგიული ტყუილით ამომრჩეველში დაბნეულობის შეტანას ცდილობს. ჩვენ კი შეთანხმების ერთგულები ვრჩებით და სხვა ოპოზიციური პარტიების მიერ წარდგენილ კანდიდატებს ვაკის, მთაწმინდის, ნაძალადევისა და დიდუბე-ჩუღურეთის ოლქში აქტიურად ვუჭერთ მხარს.

ამიტომ, ჩვენ ამ მოცემულობაში, სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ - შეთანხმებისა და ამომრჩევლის სტრატეგიული ტყუილისგან დასაცავად, არჩევნებში მონაწილეობის გზა ავირჩიეთ და ამომრჩეველს არჩევანი შევთავაზეთ, დანარჩენს კი ხალხი გადაწყვეტს" -ნათქვამია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42