"ყველა პოლიტიკური გემოვნების ამომრჩეველს თავისი არჩევანი უნდა ჰქონდეს" - დავით ჭიჭინაძე ისანში, ხატია დეკანოიძის კანდიდატურის დაყენებას მიესალმება
პოლიტიკა - 16:22, 27 Aug, 2020     1042


პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერი, დავით ჭიჭინაძე გიორგი ვაშაძის განცხადებებს ეხმაურება და ისანში, ხატია დეკანოიძის კანდიდატურის დაყენებას მიესალმება.

“ამ არგამომცხვარმა პოლიტიკოსმა იმდენი ირბინა, მატარებელს გადაასწრო.

ახლა კი ისტერიკებს აწყობს პრემიერობა მინდაო, მაგრამ სირბილი შეუძლია განაგრძოს და იმაზე იდარდოს, დეპუტატი მაინც გახდეს როგორმე.

ყველა პოლიტიკური გემოვნების ამომრჩეველს თავისი არჩევანი უნდა ჰქონდეს. ამიტომ არათუ მივესალმები, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ხატია დეკანოიძის კანდიდატურის დაყენებას ისნის რაიონში, „ევროპულ საქართველოსაც“ მოვუწოდებ იგივე გააკეთონ.

რადგან თუ რეალურად წარსულის გამო დაიშალენ და მართლა აქვთ ერთმანეთის მიმართ პრეტენზიები, კანდიდატებიც ცალ-ცალკე უნდა ჰყავდეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში გამოდის, რომ საარჩევნო მანიპულაციბია და ამომრჩეველს თვალში ნაცარს აყრიან.

ამას გარდა, „ნაცებმა“ გადასარევად იციან, რომ ვაშაძეს „ოცნებასთან“ აქვს კუდები გადაბმული და არც „ევროპელები“ არიან დაშორებული ამ თემას, ამიტომ ახლა ერთმანეთში არკვიონ, მაგრამ ერთ მაგიდასთან როდესაც სხდებოდნენ, მაშინ ეფიქრათ ჯობდა.

ისე, იმაში კი ნამდვილად ვეთანხმები „ნაციონალებს“ , რომ შეთანხმება გიორგი ვაშაძემ დაარღვია, თავი ფაქტიურად პრემიერად გამოაცხადა და იმდენი ირბინა, ბოლოს მატარებელს გადაასწრო. ახლა კი დარბის და ისტერიკებს აწყობს.

ზოგადად კი, ისნის მაჟორიტარობის კანდიდატს რაც შეეხება, ოპზიციონერი კანდიდატი, ვისაც მართლა ერთპიროვნული მხარდაჭერა გააჩნია, თან ვიღაცეების დახმარების გარეშე, ვარ მე. და რაც უფრო ბევრ კანდიდატს დამიყენებენ, უფრო თავისუფალი გასეირნება მექნება ისანში.“ - აცხადებს ჭიჭინაძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42