მიხეილ სააკაშვილი საკუთარ ქვეყანაში აუცილებლად დაბრუნდება - სალომე სამადაშვილი
პოლიტიკა - 15:26, 27 Aug, 2020     761
"ნაციონალური მოძრაობის" წევრი სალომე სამადაშვილი საქართველოს მესამე პრეზიდენტის განცხადებას, საქართველოში დაბრუნების შესახებ ეხმაურება.სამადაშვილი აცხადებს, რომ სააკაშვილი აუცილებლად დაბრუნდება. მისი თქმით, რა ფორმით მოხდება ეს დაბრუნება - არჩევნების შემდეგ თუ მანამდე, ამას გვაჩვენებს მომავალი.

"მე ვფიქრობ, რომ ერთი რამ ყველასთვის ნათელია - მიხეილ სააკაშვილი არის პოლიტიკური დევნილი ბიძინა ივანიშვილის პირადი გადაწყვეტილებით. ამ გადაწყვეტილებას აქვს შესაბამისი საფუძველი. მიუხედავად იმისა, რომ თითქმის 8 წელია დევნილია ქვეყნიდან, მიხეილ სააკაშვილი რჩება ჩვენს ქვეყანასა და ჩვენს პოლიტიკურ სივრცეში ყველაზე გავლენიან ოპოზიციურ პოლიტიკურ მოთამაშედ.

მე ვფიქრობ, რომ ქართული ოცნებისთვის, რა თქმა უნდა, ძალიან სახიფათოა, რომ მიხეილ სააკაშვილი აპირებს, აქტიურად ჩაერთოს წინასაარჩევნო პოლიტიკურ პროცესებში, იმ შესაძლებლობების ფარგლებში, რასაც იძლევა დღევანდელი შექმნილი ვითარება, როდესაც ის არის პოლიტიკური დევნის ქვეშ, მიიღოს მონაწილეობა ოლიგარქიული პოლიტიკური სისტემისგან განთავისუფლებაში.

მიხეილ სააკაშვილი საკუთარ ქვეყანაში აუცილებლად დაბრუნდება - ამაში მე დარწმუნებული ვარ. რა ფორმით მოხდება ეს დაბრუნება - არჩევნების შემდეგ თუ მანამდე, ამას გვაჩვენებს მომავალი. ის, რომ მიხეილ სააკაშვილი წარმოუდგენელ წინააღმდეგობებს ძლევს საკუთარი პოლიტიკური ბრძოლის გზაზე, ჩვენ ეს ნანახი გვაქვს, მათ შორის, უკრაინაშიც"

- ამბობს სამადაშვილი.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42