ბრძანება ეხება სუროგაციას და არა In Vitro-ს - იუსტიციის სამინისტრო ცვლილებას განმარტავს
პოლიტიკა - 13:49, 27 Aug, 2020     1811

იუსტიციის სამინისტრო განმარტავს ცვლილებას, რომელიც თეა წულუკიანის ბრძანებაში შევიდა და რომლის მიხედვითაც, წყვილი ექსტრაკორპორალური განაყოფიერებით სარგებლობას 1-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ შეძლებს.

როგორც იუსტიციის სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული, ბრძანება სუროგაციას ეხება და არა In Vitro-ს, ხელოვნურ განაყოფიერებას, რამდენიმე მედიაში კი ყალბი ინფორმაცია გავრცელდა.

ამასთან, სუროგატი დედის მომსახურებით ვერ ისარგებლებს ადამიანი, რომელსაც არ ჰყავს პარტნიორი, სულ მცირე, ერთი წლის განმავლობაში.

"In Vitro ანუ ხელოვნური განაყოფიერება და მისგან გამომდინარე ორსულობა (ქალის სხეულის გარეთ, ლაბორატორიულ პირობებში ემბრიონის შექმნა და შემდგომ ემბრიონის ბიოლოგიური დედის სხეულში დაბრუნება) წმინდად სამედიცინო საკითხებია და მათი რეგულირება იუსტიციის სამინისტროსა და იუსტიციის მინისტრის კომპეტენციაში არ შედის. შესაბამისად, ვერ შეიცვლებოდა ამასთან დაკავშირებული წესები და სახეზეა ყალბი ინფორმაცია" - წერია სამინისტროს განცხადებაში.

უწყებისვე ცნობით, "სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი სუროგაციის მეთოდით, მათ შორის უცხოეთში შექმნილი და გაყინული ემბრიონების მეშვეობით საქართველოში დაბადებული ბავშვებით ვაჭრობის ტრანსნაციონალური დანაშაულის პრევენცია და იმ ახალშობილთა უფლებების დაცვაა, რომლებიც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე სუროგაციის გზით იბადებიან და შემდეგ საქართველოდან გაჰყავთ. სწორედ ამ საქმიანობით დაკავებული ზოგიერთი ორგანიზაცია, რომელსაც მხოლოდ საკუთარი ფინანსური სარგებლის მიღების ინტერესი ამოძრავებს, დგას ყალბი ინფორმაციების გავრცელების უკან.

ასევე, სახელმწიფოს ვალია, ბავშვთა უფლებების გარდა, დაიცვას სუროგაციის პროცესში ჩართული იმ ქალის უფლებები, რომლის სხეულშიც, გარკვეული ფინანსური ანაზღაურების სანაცვლოდ, ხდება სხვა პირების ბიოლოგიური მასალისგან დამზადებული ემბრიონის მოთავსება (სუროგატი დედა). უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოში სუროგაციის სერვისით მოსარგებლე პირთა 98 პროცენტი უცხო ქვეყნის მოქალაქე წყვილები არიან, ხოლო სუროგატი დედების 100 პროცენტი საქართველოს მოქალაქე ქალები არიან". - წერს იუსტიციის სამინისტრო.

უწყება აცხადებს, რომ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში პირველი სუროგაციის გზით დაბადება 2012 წლის 10 აპრილს დარეგისტრირდა.

ამ სფეროში რეგულაციები 2013 წლიდან დაწესდა.

"ამ დროიდან იუსტიციის სამინისტრო ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ არ დაუშვას ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე ჩვილებით ვაჭრობის დანაშაულის ჩადენა და მოახდინოს იმის პრევენცია, რომ საქართველოდან გაყვანილი სუროგაციით დაბადებული ბავშვი წამების, არაადამიანური მოპყრობის ან სექსუალური ექსპლუატაციის მსხვერპლი არ გახდეს.

2020 წლის 25 აგვისტოს, იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 31 იანვრის N18 ბრძანებაში განხორციელდა ცვლილება, რომლითაც საქართველოში სუროგაციის გზით ბავშვის გაჩენის შესახებ ნოტარიუსის წინაშე გასაფორმებელი ხელშეკრულების თავისებურებები მორიგჯერ დაზუსტდა. კერძოდ, წყვილს (კვლავაც იგულისხმება ქალი და მამაკაცი მხოლოდ), რომლის მიზანიც სუროგაციის გზით ბავშვის გაჩენაა, ამ ბავშვის აღზრდის გრძელვადიანი მიზანი უნდა ჰქონდეს. ის არ უნდა წარმოადგენდეს ფიქტიურ წყვილს, რომელიც მხოლოდ იმისთვის შეიქმნა, რომ სუროგაციის გზით გაჩენილი ბავშვი გაიყვანოს საქართველოდან დანაშაულებრივი მიზნებისათვის.

ამისათვის, შესაბამისი ხელშეკრულების დადებისას, წყვილმა უნდა დაადასტუროს, რომ ან იმყოფება ქორწინებაში, სულ მცირე, ერთი წლის განმავლობაში ან არ იმყოფება ქორწინებაში და აქვს ფაქტობრივი თანაცხოვრების ერთი წლის გამოცდილება მაინც.

ქალისა და მამაკაცის ფაქტობრივი თანაცხოვრების ფაქტი შესაძლებელია დადასტურდეს შესაბამისი დოკუმენტებით (საინფორმაციო-სამისამართო ბარათი, რომლითაც დასტურდება ერთ მისამართზე რეგისტრაციის ფაქტი, ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, რომლითაც დასტურდება საერთო სარგებლობისთვის გამიზნულ ქონებაზე თანამესაკუთრეობის ფაქტი, რელიგიური ქორწინების დამადასტურებელი საბუთი ან სხვა).

აღნიშნული ბრძანების ამოქმედებამდე სუროგაციის შედეგად დაბადებული ბავშვის დაბადების რეგისტრაცია ხდება ცვლილებების ამოქმედებამდე არსებული წესის შესაბამისად". - ვკითხულობთ უწყების განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42