ხელისუფლება მთელი ძალისხმევით ცდილობს დაუპირისპირდეს და ხელი შეუშალოს თავის პოლიტიკურ ოპონენტებს საარჩევნო კამპანიის წარმოების დროს, მათ შორის საჯარო მოხელეების დახმარებით - ირმა ნადირაშვილი
პოლიტიკა - 12:00, 27 Aug, 2020     864

ევროპული საქართველოს რუსთავისა და გარდაბნის მაჟორიტარობის კანდიდატი, ირმა ნადირაშვილი იმ ზეწოლისა და შანტაჟის ფაქტებზე საუბრობს, რომლებსაც რუსთავის მერიის, კონკრეტულად სპორტული აიპ-ის წარმომადგენლები ახორციელებდნენ ევროპული საქართველოს აქტივისტებზე.

ირმა ნადირაშვილის თქმით, ეს კონკრეტული საჯარო მოხელეები ვიდეოებსა და სურათებს უღებდნენ, აშანტაჟებდნენ ევროპული საქართველოს აქტივისტებს, რომლებიც რუსთავის ქუჩებში პლაკატებს აკრავდნენ.

„ხელისუფლება ერთი ხელით ჩვენ გვთავაზობს კანონმდებლობის დახვეწას, რომ არ მოხდეს ზეწოლა და მოსყიდვა ამომრჩევლის, ეს ისედავ აკრძალული იყო, ამ მეთოდებს მიმართავდა ქართული ოცნება, ახალი წინადადება რომლითაც შემოვიდა საპარლამენტო უმრავლესობა, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ კეკლუცობა ჩვენი დასავლელი პარტნიორების წინაშე. სინამდვილეში, მეორე ხელით ხელისუფლება მთელი ძალისხმევით ცდილობს დაუპირისპირდეს და ხელი შეუშალოს თავის პოლიტიკურ ოპონენტებს საარჩევნო კამპანიის წარმოების დროს.

მე კონკრეტულად მინდა მოგიყვეთ იმ ფაქტებზე, რომლებიც იყო რუსთავში, იმ ზეწოლასა და შანტაჟზე, რომელიც მიმდინარეობდა ჩვენი აქტივისტების წინააღმდეგ ქალაქ რუსთავში, რომლის მაჟორიტარობის კანდიდატი ევროპული საქართველოდან გახლავართ მე.

ჩვენ გვქონდა შემთხვევები, როდესაც ჩვენი აქტივისტები აკრავდნენ პლაკატებს რუსთავის ქუჩებში და მათზე ზეწოლა განახორციელეს უშუალოდ საჯარო მოხელეებმა. ეს სჯარო მოხელეებო იყვნენ აიპ-ის წარმომადგენლები, ერთ-ერთი მათგანი არის ბაჩო ხაჩიძე, ხოლო მეორე არის ვაჟა კვიჟინაძე. ეს პიროვნებები არიან რუსთავის სპორტის აიპ-ის თანამშრომლები, მე არ ვიცი ზუსტად რა თანამდებობაზე არიან, ამას არ აქვს რაიმე პრინციპული მნიშვნელობა, ფაქტია ერთი, რომ ეს ადამიანები ჩვენ დავიქირავეთ იმისთვის, რომ ემსახურონ ხალხს და არა იმისათვის, რომ იარონ ქუჩა-ქუჩა, გადაუღონ ვიდეოები, ფოტოები ჩვენს აქტივისტებს, დააშანტაჟონ, მოაქციონ ზეწოლის ქვეშ. ბიუჯეტი იხდის ფულს იმისათვის, რომ ამ ადამიანებმა გაუწიონ სამსახური რუსთავს, მოქალაქეებს რუსთავში და არა იმისათვის, რომ იმუშაონ ზონდერებად, რასაც ისინი აკეთებენ ამ დროის განმავლობაში.

ეს ორი ახალგაზრდა არის უსაქმური და ზონდერი, პირველად არ ხვდებიან ოპოზიციისა და საზოგადოების ყურადღების ცენტრში. რუსთავი 2 -ის ეზოში ეს ადამიანები წარმოადგენდნენ აღშფოთებულ ადამიანებს და აპროტესტებდნენ გაბუნიას გამონათქვამებს, მის გადაცემებს, ეხლა უკვე მოგვევლინეს მოქალაქეებად, რომლებიც დაძრწიან ქუჩებში და აშანტაჟებენ, ზეწოლას ახდენენ ჩვენ აქტივისტებზე.

მე მინდა მოვუწოდო რუსთავის მერს, ბატონ ტაბაღუას, მართალია ის თავად ძალიან მძიმე დღეშია, ფაქტობრივად, ფორმალურად არის თავის თანამდებობაზე, არანაირი გადაწყვეტილების მიღება მის ხელში არ არის, ამის მიუხედავად, მე მინდა მოვუწოდო, რომ თავისი თანამშრომლები მოაქციოს კანონის ჩარჩოში, ნუ ამუშავებს ამ ხალხს ზონდერებად, რადგან ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი არის მიახლოვებული დასასრულს. მე ვურჩევ, რომ ბიძინა ივანიშვილს, პოლიტიკურ საფლავში, ეს ადამიანები არ ჩაყვნენ.

ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატს რუსთავში, მხარს უჭერს ბატონი ფარცხალაძე, სწორედ მისი რეკომენდაციით იყო შერჩეული ეს კანდიდატი და გასაგებია ფარცხალაძის მეთოდები, გასაგებია რა მეთოდებით მუშაობს ბატონი ფარცხალაძე და მე ყველას მინდა მოვუწოდო, რომ ამ მეთოდების გადმოტანა რუსთავში არ გამოვა“ - განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42