"თქვენ ხართ ლაჩრები, როდესაც არ ებრძვით კრიმინალს, თანამშრომლობთ ორგანიზებულ დანაშაულთან და ერთადერთი თქვენი გამოსავალი ახალგაზრდების დევნა და დაშინებაა" - გიორგი ვაშაძე გახარიას და გომელაურს მიმართავს
პოლიტიკა - 11:59, 27 Aug, 2020     739

„თქვენ ხართ ლაჩრები, როდესაც არ ებრძვით კრიმინალს, თანამშრომლობთ ორგანიზებულ დანაშაულთან და ერთადერთი თქვენი გამოსავალი ახალგაზრდების დევნა და დაშინებაა," - ასე მიმართა დღეს „სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ პრემიერ გიორგი გახარიასა და შსს-ს მინისტრს,ვახტანგ გომელაურს და ფაქტების უკეთ დასამტკიცებლად ვიდეო ჩანაწერები გაუგზავნა, სადაც ნაჩვენებია, თუ როგორ ემუქრება პოლიციელი გიორგი ვაშაძის ერთ-ერთ მხარდამჭერს.

გიორგი ვაშაძის განცხადებით, დღეს პოლიცია არ ებრძვის კრიმინალს და პოლიტიკური დავალებების შემსრულებელ ორგანოდ ჩამოყალიბდა. რამდენიმე დღეა, რაც პოლიციელები მთელი თბილისის მასშტაბით, „სტრატეგია აღმაშენებლის" მხარდამჭერებს დასდევენ მის და ცდილობენ დააშინონ ისინი.

"ქვეყანაშიუმძიმესი კრიმინოგენული მდგომარეობაა. ყოველდღე უმძიმესი დანაშაულები ხდება: მკვლელობა, დაჭრა, ყაჩაღობა, ქურდობა და ამ ყველაფერს პოლიცია არ იძიებს. მკვლელები თავისუფლად დადიან. ამ ფონზე კი, რამდენიმე დღეა, ჩვენს ახალგაზრდა მხარდამჭერებს ათობით საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი დასდევს მთელი თბილისის მასშტაბით. სრულიად უკანონოდ აჩერებენ, ჩხრეკენ, აშინებენ, რომ ძებნილები არიან, ბანკებთან არსებული სასესხო დავალიანებების გამო და სესხების ამოღებას ითხოვენ. დღეს ბატონ გომელაურს და ბატონ გახარიას ვუგზავნი დისკს, რომელზეც დანაშაულის კონკრეტული ნიშნებია ჩაწერილი, სადაც გადაღებულია, როგორ ემუქრებაპოლიციელი ჩვენს მხარდამჭერს, რომელიც ქალაქშინებადართულ ადგილებზე აკრავს პარტიის პოსტერებს, როგორ ეუბნება, რომ თურმე ძებნილია და შემდეგ უარყოფს, როგორ ემუქრება მანქანაში ჩასმით , თუ კრედიტს სრულად არ გადაიხდის პრობლემები შეექმნება, როგორ აწვდის გაურკვეველი პიროვნების ტელეფონს და ა.შ ასეთი რამ არ არსებობს არცერთ საპოლიციო სტანდარტში. მივმართავ გახარიას და გომელაურს თქვენ ხართ ლაჩრები, როდესაც ახალგაზრდებს უქსევთ პოლიციას, არ ებრძვით კრიმინალს, თანამშრომლობთ ორგანიზებულ დანაშაულთან და ერთადერთი თქვენი გამოსავალი არის ახალგაზრდების დევნა და დაშინება. პოლიციამ უნდა აკეთოს თავისი საქმე, უნდა ებრძოლოს კრიმინალს და არა ახალგაზრდებს დევნიდეს მთელ ქალაქში. არ შეიძლება ათობით საპატრულო ეკიპაჟი ცდებოდეს პოლიტიკური დავალებისთვის, როდესაც ქვეყანაში უამრავი კრიმინალური დანაშაულია, მაგალითად, გუშინწინ ორხევში დაჭრეს ადამიანი და დღემდე არაფერია გამოძიებული, რადგან პოლიციას არ სცალია კრიმინალისთვის, პოლიციას პირიქით თანამშრომლობს კრიმინალთან და მხოლოდ პოლიტიკური დავალებების შესრულებისთვის სცალია," – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42