ენმ ისნისა და სხვა მაჟორიტარულ ოლქებზე შეთანხმებას არღვევს - ასე გამოეხმაურა "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გადაწყვეტილებას ისანში საკუთარი კანდიდატის დაყენების შესახებ.
გიორგი ვაშაძის განცხადებით, ისანში ყველაზე ღირსეული კანდიდატი გაიმარჯვებს.
„სამწუხაროდ, "ნაციონალურმა მოძრაობამ" კვლავ გატეხა სიტყვა, დაარღვია შეთანხმება, ეს ძალიან სამწუხაროა. რაც შეეხება ისანს, ისანში გაიმარჯვებს ყველაზე ღირსეული. ამას თქვენ თვითონ ნახავთ. "ნაციონალურმა მოძრაობამ" რომ დაარღვია შეთანხმება და გატეხა სიტყვა, ამის დასტურია სხვა შეთანხმების მონაწილეების განცხადებები. ძალიან ვწუხვარ... ისანში გაიმარჯვებს ღირსეული", -განაცხადა ვაშაძემ.
ცნობისთვის, "ნაციონალურმა მოძრაობამ" 26 აგვისტოს ისნის რაიონში საკუთარი კანდიდატი წარადგინა. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ამ ოლქში გამარჯვებისთვის ხატია დეკანოიძე იბრძოლებს.

მასალის გამოყენების პირობები






