ჯამში ეს ცუდად იმოქმედებს როგორც ნაციონალურ მოძრაობაზე, ისე ზოგადად ოპოზიციის შანსებზეც, რომ ივანიშვილი დავამარცხოთ თბილისში - სერგი კაპანაძე
პოლიტიკა - 10:49, 27 Aug, 2020     778

ევროპული საქართველოს საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, სერგი კაპანაძე, ნაციონალური მოძრაობის გადაწყვეტილებას ეხმაურება. ნაციონალური მოძრაობა ისანში, საერთო ოპოზიციურ კანდიდატს, გიორგი ვაშაძეს კონკურენტს დაუყენებს ხატია დეკანოიძის სახით.

სერგი კაპანაძის თქმით, ეს არის ძალიან მცდარი გადაწყვეტილება ნაციონალური მოძრაობის მხრიდან, რაც დააზარალებს მთლიანად ოპოზიციას და შეამცირებს შანსებს, რომ ივანიშვილი თბილისში დამარცხდეს.

„ეს გადაწყვეტილება ნაციონალური მოძრაობის, რომ ისანში კონკურენტი დაუყენონ შეთანხმებულ კანდიდატს არის არასწორი და მცდარი გადაწყვეტილება და არის დიდი შეცდომა. ჯამში ეს ცუდად იმოქმედებს როგორც ნაციონალურ მოძრაობაზე, ისე ზოგადად ოპოზიციის შანსებზეც, რომ ივანიშვილი დაამარცხონ თბილისში. კარგი წინაპირობა იყო, რომ ყველა ოლქი იყო შეთანხმებული და ყველგან გვყავდა საერთო კანდიდატი, ეხლა ეს შეთანხმება იქნა გადახედილი, რაც არის ძალიან ცუდი. მიუხედავად ამისა ევროპული საქართველოს ამოცანა არის, რომ სადაც შესაძლებელია მაქსიმალური წინააღმდეგობა გავუწიოთ ბიძინა ივანიშვილს, დავამარცხოთ ის პირველ ტურში შეთანხმებულ ოლქებში, ხოლო მეორე ტურებში ვიბრძოლოთ გამარჯვებისათვის. კიდევ ერთხელ, კარგი იქნება, თუ მომავალში მაინც, ის შეთანხმებები, რომლებიც არის დადებული ოპოზიციურ პარტიებს შორის, იქნება ყველა მხრიდან შეთანხმებული და არ მოხდება რეგულარულად მათი გადახედვა, როგორც ამას აქვს პრაქტიკა ერთი კონკრეტული ძალის მხრიდან.“ - განაცხადა სერგი კაპანაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42