ევროპული საქართველოს მაჟორიტარობის კანდიდატი, გიგი წერეთელი ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოსახლეობას შეხვდა და ადგილობრივების პრობლემები მოისმინა.
გიგი წერეთელმა მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფლებში: დილიკაური, ფუთი, საქარა და ცხრაწყარო, სადაც ისაუბრეს სოფლებში არსებულ პრობლემებზე.
გაუსაძლისი ეკონომიკური მდგომარეობა, უმუშევრობა და სიღარიბე, ეს იმ პრობლემების ნაწილია რაც ხალხს ყველაზე მეტად აწუხებს, გარდა ამისა, თითქმის ყველა სოფელში არის წყლის პრობლემა და მოუწესრიგებელი გზები, რის გამოც ხშირ შემთხვევაში დროულად ვერ ხერხდება სასწრაფო გადაუდებელი დახმარების აღმოჩენა. ეს პრობლემები წლებია ვერ მოგვარდა ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფლებში, რაც ადგილობრივი ხელისუფლების უყურადღებობის შედეგია.
შეხვედრებზე გიგი წერეთელმა მოსახლეობას გააცნო ევროპული საქართველოს პრიორიტეტები, მათ შორის ბიოროკრატიის შემცირება, ხარჯების სწორად დაგეგმვა, სასამართლო რეფორმა, გადასახადების შემცირება, კრიმინალთან ეფექტური ბრძოლა და მიწის რეგისტრაციის მოწესრიგება.
შეხვედრებზე ხაზი გაესვა, რომ დაუშვებელია ხელისუფლების მხრიდან ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, ამომრჩევლის მოსყიდვა და დაშინება, სახელმწიფო დახმარების საარჩევნო მიზნებისთვის გამოყენება.
გიგი წერეთელმა აღნიშნა, რომ მოახლოებულ არჩევნებზე იქნება მკაცრი კონტროლი ,როგორც ადგილობრივი ისე საერთაშორისო დამკვირვებლების მხრიდან და დარღვევის ფაქტების გამოვლენის შემთხვევაში, დამრღვევები დაისჯებიან კანონის სრული სიმკაცრით.
მასალის გამოყენების პირობები






