სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" ახალი გვერდი, სახლწოდებით, "მე ვამბობ მადლობას", გაიხსნა. გვერდი 18 ნოემბერს არის დარეგისტრირებული და ამ დროისთვის 7 ათასამდე მოწონება აქვს.
"ვისაც გსურთ, უბრალოდ მადლიერება გამოხატოთ ბიძინა ივანიშვილის მიმართ, ქვეყნისთვის გაწეული სამსახურისთვის, შეგიძლიათ მოგვწეროთ თქვენი სტატუსები, ან გამოგზავნოთ ფოტოები და ჩვენ მას სიამოვნებით გამოვაქვეყნებთ. ყველამ ავტვირთოთ ჩვენი მადლობა ბიძინა ივანიშვილისადმი! დიდი მადლობა თანამშრომლობისთვის!", - აცხადებს გვერდის ადმინისტრაცია.
"მე ვამბობ მადლობას", - პრემიერის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი კოკა ყანდიაშვილიც გამოეხმაურა და გვერდის შექმნის ინიციატივას მიესალმება. "ძალიან სასიამოვნოა, რომ ასეთი საზოგადოებრივი ინიციატივა შეიქმნა. მეც ვუერთდები და ვამბობ - მადლობა!!!", - აცხადებს ყანდიაშვილი.
მასალის გამოყენების პირობები






