საქართველოს საპარლამენტო უმცირესობის წევრი ირმა ნადირაშვილი კიდევ ერთხელ გამოეხმაურა ირაკლი ღარიბაშვილის გუშინდელ ხუმრობას და პრემიერობის კანდიდატთან "ნათესაურ კავშირს" "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ვიდეო მიუძღვნა - ფრაგმენტი კინოფილმ "მონანიებიდან".
შეგახსენებთ, რომ გუშინ, საპარლამენბტო უმცირესობასთან შეხვედრისას ირაკლი ღარიბაშვილმა ტრიბუნაზე ასვლის შემდეგ, მისალმებისას, იუმორი მოიშველია, უმცირესობის წევრი ირმა ნადირაშვილი მოიკითხა და მას ნახევრადხუმრობით მიმართა:
„ქალბატონო ირმა, მე გავარკვიე, რომ ჩვენ ნათესავები ვყოფილვართ, ასე რომ, ან თქვენ უნდა დატოვოთ პარლამენტი, ან მე“;
რასაც ირმა ნადირაშვილმა უპასუხა:
„იქნებ, პირდაპირ შს მინისტრის პოსტი შემომთავაზოთ?“;
პასუხად ირაკლი ღარიბაშვილმა, ასევე ხუმრობით განაცხადა, რომ ამაზე ფიქრობდა:
„სხვათა შორის, თქვენზე ვფიქრობდი, მაგრამ...“;
„ჭიკაიძე უფრო ახლობელი აღმოჩნდა თქვენი, ხომ?“
„რა თქმა უნდა, ის უფრო ახლო ნათესავია და ის ავირჩიე“, - ხუმრობით დაასრულა დიალოგი პრემიერობის კანდიდატმა.
მასალის გამოყენების პირობები






