ეს არის მორიგი იაფფასიანი და უტიფარი მცდელობა, "ქართული ოცნების" და ივანიშვილის გუნდის, რომ ცადონ თვალში ნაცარი შეაყარონ საზოგადოებას, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე გარეთაც - გიგა ბოკერია
პოლიტიკა - 17:44, 26 Aug, 2020     1226


ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, ფოთის, ხობისა და სენაკის მაჟორიტარობის კანდიდატი, გიგა ბოკერია, ხელისუფლების ინიციატივას ეხმაურება საარჩევნო კოდექსის ცვლილებასა და მის გამკაცრებასთან დაკავშირებით.

გიგა ბოკერიას თქმით, მაშინ, როდესაც დღეს ივანიშვილის რეჟიმია და არ არსებობს კანონის უზენაესობა, საარჩევნო კოდექსზე და მის გამკაცრებაზე საუბარი უტიფარი მცდელობაა ხელისუფლების მხრიდან. გიგა ბოკერიას თქმით, ივანიშვილის რეჟიმს უდევს კონტრაქტი მოძალადეებთან და სწორედ მათი დახმარებით ცდილობს არჩევნებზე, ამომრჩევლის ნების შეცვლას.

„ეს არის მორიგი იაფფასიანი და უტიფარი მცდელობა, ქართული ოცნებისა ივანიშვილის გუნდის, რომ ცადონ თვალში ნაცარი შეაყარონ საზოგადოებას, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე გარეთაც. თუმცა როგორ გამოუვათ ეს საკითხავია, რადგან ყველა ეს ქმედება, რაზეც თალაკვაძემ და სხვებმა განცხადება გააკეთეს, ისედაც დასჯადია სხვადასხვა ფორმით დღეს. ზეწოლა ამომრჩეველზე, მოსყიდვა და ა.შ და თუნდაც ფარულობის გამჟღავნება იძულებით, ისედაც ძალადობის ფორმებია. პრობლემა იმაში კი არ არის, ამ ეტაპზე რა ფორმულირებები გვაქვს კანონში, პრობლემა არის ის, რომ პოლიტიკური ნება არ არსებობს, რომ კანონის უზენაესობა არსებობდეს და გვაქვს უმძიმესი დანაშაულებების შემთხვევები, სადაც არავინ არ დასჯილა, რადგან ეს ივანიშვილის რეჟიმის დაკვეთით მოქმედი მოძალადე ჯგუფები იყვნენ და ერთ-ერთი მთავარი მაგალითი, ეს არის წინა არჩევნების დროს გრიგოლ ვაშაძის შტაბზე პირდაპირი თავდასხმა დღისით, თუმცა არავინ არ დასჯილა. ლაპარაკი იმაზე, რომ ეხლა რაღაცას გაამკაცრებენ და ეს არის რაიმე სახით მოგვარება იმ პრობლემის, რაც ჩვენი საზოგადოების წინაშე დგას, არის უტიფარი სიცრუე. პოლიტიკური ნება და კანონს უზენაესობა უნდა არსებობდეს და თუ ნორმალური ვითარება გვექნება ამ საარჩევნო კაპმანიის დროს და გვექნება ამ ხელისუფლების დამარცხების შემდეგ, იმედია, მაშინ უკვე რეალურია და ადექვატურია დისკუსია თემაზე, რა ნაწილი უნდა გამკაცრდეს კანონის რომელ ქმედებაზე, როგორი უნდა იყოს ფორმულირება, თუმცა დღეს, როდესაც ფუნდამენტური კანონის უზენაესობა რა არსებობს, და როდესაც კონტრაქტია ივანიშვილის რეჟიმის ყველა მოძალადესთან, რომ თუ ჩვენ მხარეს ხარ, გექნება კარბლანში ძალადობის ჩადენაზე და ამაზე ამყარებ იმედებს ძალადობის შენარჩუნების, ეს არის უბრალოდ უტიფარი სისულელე.- განაცხადა გიგა ბოკერიამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42