ეს არის უბრალოდ მცდელობა მოატყუონ ჩვენი უცხოელი პარტნიორები და გამოასწორონ ნაწილობრივ ის ძალიან დაზიანებული იმიჯი, რომელიც ქართულ ოცნებას გააჩნია უცხოელ პარტნიორებში - დავით ბაქრაძე
პოლიტიკა - 17:08, 26 Aug, 2020     859
ევროპული საქართველოს ლიდერი, დავით ბაქრაძე ხელისუფლების ინიციატივას ეხმაურება, რომელიც საარჩევნო კოდექსში ცვლილებების და შეზღუდვების გამკაცრებას ითვალისწინებს.


დავით ბაქრაძის თქმით, ეს არის ხელისუფლების მცდელობა, გამოასწაროს საკუთარი იმიჯი უცხოელ პარტნიორებთან. დავით ბაქრაძე აღნიშნავს, რომ ამგვარი შეზღუდვები არ მოქმედებს ქართულ ოცნებასთან დაკავშირებულ პირებზე, რადგან სწორედ ქართული ოცნებაა ამგვარი დარღვევების მთავარი ინიციატორი.

„ყველა ამ საკითხთან დაკავშირებით ევროპულ საქართველოს ჰქონდა კონკრეტული წინადადებები საარჩევნო კოდექსში შესატანად, მაგალითად, ხმის ფარულობასთან დაკავშირებული გვქონდა კონკრეტული წინადადება, თუ როგორ უნდა აკრძალულიყო მობილური ტელეფონების გამოყენებით იძულება მოსახლეობის, რომ გადაეღოთ ფოტოები. მაგალითად ხმის მიცემის იძულებასთან და დაშინებასთან დაკავშირებით გვქონდა კონკრეტული წინადადება, როგორ უნდა აკრძალულიყო შეკრებები საარჩევნო უბნების წინ, სადაც ქართული ოცნება ქუჩის კრიმინალებისა და თანამდებობის პირების დახმარებით გავლენას და იძულებას ახდენს ამომრჩევლთა ნებაზე. ყველა ეს კონკრეტული ინიციატივა ქართულმა ოცნებამ ჩააგდო და არცერთი არ იქნა მიღებული. ამიტომ, იმ პირობებში როდესაც არ არსებობს რაიმე კონკრეტული მექანიზმი, საუბარი იმაზე, რომ თურმე პასუხისმგებლობის ფორმა, ზოგადად იცვლება ადმინისტრაციულიდან სისხლის სამართლებრივზე, ეს არის უბრალოდ მცდელობა მოატყუონ ჩვენი უცხოელი პარტნიორები და გამოასწორონ ნაწილობრივ ის ძალიან დაზიანებული იმიჯი, რომელიც ქართულ ოცნებას გააჩნია საერთაშორისო საზოგადოებაში. დღემდე, ყველა ეს მოქმედება იყო დასჯადი, დღემდე არცერთი ხელისუფლების მხარდამჭერი არ დასჯილა ასეთი მოქმედების და კანონის დარღვევისთვის, დღემდე ხელისუფლებამ უარი განაცხადა ყველა კონკრეტული მექანიზმის მიღებაზე, რომელიც არჩევნებს გახდიდა უკეთეს და გამორიცხავდა ასეთი ტიპის დარღვევებს, ამიტომ ამ ვითარებაში არსებობს ნულოვანი ნდობა, რომ ქართული ოცნება ამ ინიციატივით, მართლაც ცდილობს ვითარების გაუმჯობესებას. ამრიგად, გამოსავალი არის ერთადერთი, ეს გახლავთ მეტი ადამიანის მოსვლა არჩევნებზე, არჩევნებში გამარჯვება და სისტემური ცვლილებები, რომლებიც ქვეყანს მოუტანს უკეთესობას ყველა მიმართუელბით, მათ შორის საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების კუთხითაც.“- განაცხადა დავით ბაქრაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42