მარკეტებიდან ჯანმრთელობისთვის საშიში პროდუქტები ამოიღეს
საზოგადოება - 13:06, 20 Nov, 2013     2017

სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებმა სხვადასხვა ობიექტებიდან ვადაგასული და ჯანმრთელობისთვის საშიში პროდუქტი ამოიღეს. 

თბილისში საბურთალოს ქუჩაზე მდებარე "ჰამბურგის სავაჭრო სახლ დეჰაგედან", ბოგდან ხმელნიცკის ქუჩაზე - ი/მ "ნანი კალანდიას" და ი/მ "ნონა კროპაძის" მარკეტებიდან სარეალიზაციოდ გამოტანილი ვადაგასული პროდუქტები - რძე, თაფლის "ფანტელი", საკონდიტრო ნაწარმი, სხვადასხვა წარმოების სოსისი და კარაქი, ყველი, ორცხობილა (რომელსაც რეალიზაციის ვადა შეცვლილი ჰქონდა) , ჩიპსი, ხაჭოს დესერტი, იოგურტი, ნამცხვარი ამოიღეს.

ვადაგასული სურსათი დაილუქა და კანონის შესაბამისად განადგურდება. ამასთან, ი/მ "ნონა კროპაძე" ბიზნესოპერატორად რეგისტრაციის გარეშე სურსათის რეალიზაციისათვის 300 ლარით დაჯარიმდა.

სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა, სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის 64-ე მუხლის შესაბამისად, ასევე 300 ლარით დააჯარიმეს გაგარინის ქუჩაზე მდებარე ი/მ "კობა მჭედლიშვილი", რომელიც ბიზნესოპერატორად რეგისტრაციის გარეშე აწარმოებდა შაურმის რეალიზაციას.

სურსათის ეროვნული სააგენტო აგრძელებს სამომხმარებლო ბაზრის მონიტორინგს მთელი ქვეყნის მასშტაბით და შეახსენებს სურსათის/ცხოველის საკვების მწარმოებელ, გადამამუშავებელ და დისტრიბუტორ მეწარმეებს, დარეგისტრირდნენ ბიზნესოპერატორად იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42