"ამ ისტორიის შემდეგი ფურცელი იქნება რუსეთის შეჩერება ანექსიისგან. მაგის შემდეგი კი რუსეთის მიერ აღიარების უკან წაღება, ამასაც მალე მოვესწრებით’’- სერგი კაპანაძე
პოლიტიკა - 14:40, 26 Aug, 2020     1437

ევროპული საქართველოს საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, სერგი კაპანაძე, საკუთარ Facebook გვერდზე განცხადებას ავრცელებს. როგორც სერგი კაპანაძე აღნიშნავს, 12 წლის წინ, რუსეთმა აღიარა აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელ ქვეყნებად. სერგი კაპანაძის თქმით, რუსეთმა საქართველოსთან დაწყებული ეს დიპლომატიური ომი პირწმინდად წააგო.

„12 წლის წინ, ამ დღეს რუსეთმა აღიარა აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელ ქვეყნებად.

მაშინ გაჩნდა ახალი საფრთხე - რომ რუსეთის ზეწოლის შედეგად მსოფლიოს სხვა ქვეყნებიც აღიარებდნენ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას.

კარგად რომ გვესმოდეს მაშინ რა ვითარება იყო მსოფლიოში. კოსოვოს ახალი გამოცხადებული ჰქონდა დამოუკიდებლობა და 80-მდე ქვეყანას ჰყავდა აღიარებული. რუსეთი იმუქრებოდა, რომ კოსოვოს მოუწყობდა დასავლეთს აფხაზეთის სახით.

მერე დაიწყო ნერვების და დიპლომატიის ომი. მოგვიწია თითქმის ყველა ქვეყანასთან ორმხრივი ურთიერთობების დამყარება. მოგვიწია აზიაში, აფრიკაში, ოკეანეთში, სამხრეთ ამერიკაში და კარიბის აუზში დიპლომატების მივლინება. მოგვიწია ახალი საელჩოების გახსნა. მოგვიწია დიპლომატიური ძალისხმევების გაათმაგება და საერთაშორისო ორგანიზაციებში ყურადღების გაასმაგება. ასევე დავიწყეთ საკმაოდ კრეატიული და ახალი მიდგომების გამოყენება პოტენციური საფრთხის მატარებელი ქვეყნების შესაჩერებლად.

ჩვენი შექმნილი გაიდლაინი, რა უნდა გააკეთო, როდესაც აღიარების საფრთხე დგება დღემდე მოქმედებს საგარეო საქმეთა სამინისტროში.

ამ შრომის შედეგი ბოლო 12 წლის განმავლობაში არის ის, რომ ჯამში რუსეთმა მხოლოდ ნაურუს, ვენესუელას, ნიკარაგუას და სირიას აღიარებინა აფხ. და სო-ს დამოუკიდებლობა. ეს ქვეყნების მალევე შეიცვლიან პოზიციას, როგორც კი იქ მოქმედი რეჟიმები შეიცვლება. ტუვალუმ და ვანუატუმ კი ჯერ აღიარეს, მერე კი უკან წაიღეს აღიარება. აფხაზეთი და სო ვერც ერთი ორგანიზაციის წევრი ვერ გახდნენ, თუ არ ჩავთვლით დომინოს საერთაშორისო ფედერაციას.

ანუ რუსეთმა ეს დიპლომატიური ომი პირწმინდად წააგო.

წააგო პატარა ქვეყანასთან, რომელსაც ჰქონდა სამართლებრივად დასაბუთებული და მორალურად გამართული პოზიცია, ჰყავდა კარგი მეგობრები, ჰქონდა პროფესიონალური დიპლომატიური სამსახური და გააჩნდა სწორი დიპლომატიური სტრატეგიის პოლიტიკურ დონეზე შემუშავების უნარი.

მე მინდა, რომ ასე დავიმახსოვროთ ეს პერიოდი. ერთმანეთისკენ თითის გაშვერის და "ომი შენ დაიწყე" ყვირილის გარეშე. იმიტომ, რომ ეს არის ზუსტი ისტორია.

ამ ისტორიის შემდეგი ფურცელი იქნება რუსეთის შეჩერება ანექსიისგან. მაგის შემდეგი კი რუსეთის მიერ აღიარების უკან წაღება. ამასაც მალე მოვესწრებით.’’ – განაცხადა სერგი კაპანაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42