შევქმნათ სისტემა, რომელიც ორიენტირებულია ხალხზე და არა რომელიმე პოლიტიკურ ჯგუფზე - ევროპული საქართველოს მაჟორიტარობის კანდიდატი ვაკეში, ელენე ხოშტარია ვიდეომიმართვას ავრცელებს
პოლიტიკა - 23:27, 25 Aug, 2020     976

ევროპული საქართველოს მაჟორიტარობის კანდიდატი ვაკეში, ელენე ხოშტარია, ვიდეომიმართვას ავრცელებს. როგორც ის ამბობს, დღეს, ქართული ოცნების ხელისუფლების პირობებში, დანაშაული წახალისებული და ნებადართულია. მისი თქმით, პოლიციური დანაშაულებრივი სისტემა არის საბჭოური გადმონაშთი, რომელიც უნდა დაინგრეს.

„მინდა გესაუბროთ თემაზე, რომელიც აბსოლუტურად ყველას აწუხებს. ეს არის დაუცველობის, დანაშაულის და ძალადობის განცდა, რომელიც თითქოს ჰაერში ტრიალებს. ყოველ ჯერზე, როდესაც ტელევიზორს ვრთავთ, არ ვიცით რა საზარელი სიახლე შეგვხვდება. ეს არ არის თემა, რომლითაც პოლიტიკოსები არ უნდა სპეკულირებდნენ, თუმცა სწორედ ჩვენი, პოლიტიკოსების ვალია, რომ ადამიანებმა იგრძნონ თავი დაცულად და დავანგრიოთ ის სისტემა, რომელიც ჩაგრავს ადამიანს.

წარმოიდგინეთ პარლამენტის წევრი, რომელიც ქუჩაში მორბის იარაღით და ხელს კრავს მორცხვად მისულ პოლიციელს. ან წარმოიდგინეთ მარნეულის მერი, აბაზოვი, რომელიც ადამიანის ღირსების დამამცირებელ დანაშაულს სჩადის. წარმოიდგინეთ ფარცხალაძე, რომელიც ხან სარდაფში და ხან რესტორანში უსწორდება ადამიანებს. გავიხსენოთ ია კერზაია, რომელმაც ვერ გაუძლო წინასაარჩევნო ზეწოლას. გავიხსენოთ დათუნაშვილი, ღირსეული სპორტსმენი, რომელსაც სასტიკად გაუსწორდა ქართულ ოცნებასთან დაახლოებული პირი. გავიხსენოთ კორცხელი, როდესაც პოლიტიკურ ოპონენტებს პირდაპირ მიუგზავნეს საცემად ადამიანები.

ყველა ამ შემთხევაში, ყველა ეს საქმე არის გაუხსნელი, გამოუძიებელი და არავინ დასჯილა. რატომ? მარტივი მიზეზის გამო, იმიტომ, რომ ეს ადამიანები , მოძალადეები, ქართულ ოცნებასთან დაახლოებული პირები არიან. ანუ ჩვენ მთავრობა გვეუბნება, რომ შენ შეგიძლია ჩაიდინო დანაშაული, თუ ჩვენიანი ხარ. დანაშაული ნებადართული და წახალისებულია.

მეორე სისტემური პრობლემა, ეს არის პოლიციის მხრიდან ძალადობა. ეს სულ თან სდევს ჩვენ სახელმწიფოს, ყველა მთავრობის პირობებში, პოლიციის განყოფილებებსა და ციხეებში ცემა და წამება, მაღალჩინოსნებზე ხელის დაფარება, მაგრამ რა ვქენით, გამოვასწორეთ ეს პრობლემები, თუ გრძელდება ამ ტრაგიკული საქმეების სია. ლუკა სირაძე, დემურ სტურუა, ქურდებისთვის გადაცემული პოლიციის მხრიდან მოქალაქე, მაჩალიკაშვილის საქმე, სარალიძის საქმე. სარალიძის საქმეში, სადაც მთავრობას საზოგადოებრივი წნეხის ქვეშ მოქმედება მოუწია, აქაც კი არ დასაჯეს ის მაღალჩინოსნები, რომლებიც კერავდნენ ამ საქმეს.

ეს არ არის უბრალოდ ტრაგიკული ცალკეული საქმეები, ეს არის სისტემური პრობლემა, რომელიც დაგვიტოვა საბჭოთა კავშირმა და კიარ გამოვასწორეთ, არამედ ცალკეულ შემთხვევებში გავაღრმავეთ კიდევაც. ამიტომ ჩვენ გვაქვს კონკრეტული ამოცანა, რომ დავანგრიოთ საბჭოთა სისტემა და შევქმნათ სისტემა, რომელიც ანგარიშვალდებულია ხალხის მიმართ, შევქმნათ მარლთმსაჯულების სისტემა, სადაც ყველა დაისჯება, ვინც ჩაიდენს დანაშაულს, მიუხედავად იმისა მაღალჩინოსანია, თუ არა. შევქმნათ სისტემა, რომელიც ორიენტირებულია ხალხზე და არა რომელიმე პოლიტიკურ ჯგუფზე.“ - აცხადებს ელენე ხოშტარია.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42