პასუხისმგებლობა გვეკისრება ყველას, ვინც 11 წლის მოზარდი მოძალადის ხელში დავტოვეთ - "რეფორმერის" გენერალური მდივანი ანი ჯაფარიძე
პოლიტიკა - 22:40, 25 Aug, 2020     1961

"რეფორმერი" თერჯოლის მუნიციპალიტეტში 11 წლის მოზარდის ტრაგედიას ეხმაურება და ქვეყანაში ბავშვთა ძალადობის გახშირებულ ფაქტებზე საუბრობს. როგორც პარტიის გენერალური მდივანი ანი ჯაფარიძე აცხადებს, ამ შემთხვევაში მარტო ერთი სექტორის პასუხისმგებლობა არ იკვეთება. ესაა მთლიანად საზოგადოების პასუხისმგებლობა, სადაც ძალადობა სამწუხაროდ სოციალურ ნორმად არის მიჩნეული.

ანი ჯაფარიძე, პარტია "რეფორმერის" გენერალური მდივანი: "ძალიან სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ ბოლო რამდენიმე თვეა ჩვენს საზოგადოებას ტრაგედიიდან ტრაგედიამდე უწევს ცხოვრება, განსაკუთრებით მძიმეა თერჯოლის მუნიციპალიტეტში დატრიალებული ტრაგედია. სტატისტიკის მიხედვით, გახშირებულია ბავშვთა ძალადობის ფაქტები. სამწუხაროდ, დღეს ბავშვები ძალადობის პირისპირ არიან დარჩენილები და სახელმწიფო ქმედით ნაბიჯებს არ დგამს ამ პრობლემის გადასაჭრელად. აქ იკვეთება ყველა სექტორის პასუხისმგებლობა, საზოგადოებაში სოციალურ ნორმად მიჩნეული ძალადობა ჩვენი უმთავრესი პრობლემაა.

ბავშვთა დაცვა და კეთილდღეობა გაეროს ბავშვთა კონვენციის ძირითადი პრინციპებია. სახელმწიფო ვალდებულია შექმნას ეფექტური პრევენციული მექანიზმი ბავშვთა ძალადობის წინააღმდეგ, თუმცა რეალურად ეს არ კეთდება. ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოების როლი. 11 წლის გარდაცვლილი მოზარდის მეზობლები ამბობენ, რომ მამა ბავშვს აწამებდა და ძალადობას სისტემატური ხასიათი ჰქონდა, მაგრამ არავის გამოუჩენია თანაგრძნობა, რაც ამ ტრაგედიას აგვარიდებდა თავიდან. პასუხისმგებლობა ეკისრება ყველას, ვინც 11 წლის მოზარდი მოძალადის ხელში დატოვა.

როგორც ანი ჯაფარიძე აცხადებს, უნდა გამკაცრდეს კანონმდებლობა ბავშვთა ძალადობის შემთხვევებთან დაკავშირებით " ბავშვთა უფლებების დაცვა უნდა გახდეს სახელმწიფოს პრიორიტეტი. "რეფორმერის" ხედვით, უნდა მოხდეს საზოგადოების ცნობიერების შეცვლა ამ პრობლემის მიმართ, უნდა შეიქმნას ძალადობაზე რეაგირების მძლავრი მექანიზმი, გამკაცრდეს სასჯელი მსგავსი ფაქტების დაფარვის და შეუტყობინებლობის შესახებ. უმთავრესია, თავად ბავშვთა განათლება ამ მიმართულებით, ბავშვებმა უნდა იცოდნენ რა არის ძალადობა, რა არის მათი უფლებები, ვის შეატყობინონ ძალადობის შემთხვევაში. ყურადღების მიღმა არ უნდა დაგვრჩეს არც ერთი ბავშვი, რაც უნდა იყოს სახელმწიფოს პრიორიტეტი. ძალიან მნიშვნელოვანია სოციალური მუშაკების როლი, ეს სამსახური უნდა გახდეს პრიორიტეტული და ქმედითი. უნდა გაიზარდოს საზოგადოების ჩართულობა, ადამიანებს უნდა სჯეროდეთ რომ მათი რეაგირება მოიტანს შედეგს, რომ ეს ტრაგედიები ავიცილოთ თავიდან. ჩვენ მალე წარვადგენთ პროგრამას, სადაც ბავშვთა უფლებების დაცვის მიმართულებით გვაქვს სტრატეგია შემუშავებული "- აცხადებს პარტია "რეფორმერის" წევრი ანი ჯაფარიძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42