"ობიექტივზე" კანონთან შეუსაბამო პოლიტიკური რეკლამები პრობლემად რჩება - საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო
პოლიტიკა - 18:28, 25 Aug, 2020     859

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო განცხადებას ავრცელებს. არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებაში ნათქვამია, რომ ბოლო კვირის განმავლობაში ტელეკომპანია ობიექტივის ეთერში ტრიალებს პოლიტიკური გაერთიანება "საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" რეკლამები, რაც არჩევნების ოფიციალურად გამოცხადებამდე აკრძალულია და მაუწყებლობის შესახებ კანონის დარღვევად ითვლება.

როგორც არასამთავრობო ორგანიზაციაში აცხადებენ, მსგავსი ქმედების გამო 2017 და 2018 წელს "ობიექტივი" კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ორჯერ უკვე გააფრთხილა.

"18 აგვისტოდან ტელეკომპანია ობიექტივის მეშვეობით გადაიცემა ვიდეორგოლები, რომლებშიც პატრიოტთა ალიანსის ლიდერი, პარტიული სიმბოლიკის და საარჩევნო ნომრის ფონზე, სხვადასხვა ეკონომიკურ პროექტზე საუბრობს და მაყურებელს მათი არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში ამ პროექტების განხორციელებას ჰპირდება.

მიუხედავად იმისა, რომ რეკლამებში არ არის მითითებული წინასაარჩევნო/პოლიტიკური რეკლამისთვის საჭირო ატრიბუტები (ფასიანი/უფასო პოლიტიკური რეკლამა და საარჩევნო სუბიექტი), ვიდეორგოლები თავიანთი შინაარსით ცალსახად წარმოადგენს „საარჩევნო კოდექსით“ განსაზღვრულ პოლიტიკურ რეკლამას. შესაბამისად, აშკარაა, რომ მაუწყებლის ეთერში არასაარჩევნო პერიოდში განთავსებულია პოლიტიკური შინაარსის რეკლამები, რაც „მაუწყებლობის შესახებ“ კანონითა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის გადაწყვეტილების თანახმად, აკრძალულია.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი ქმედების გამო 2017 და 2018 წელს "ობიექტივი" ორჯერ უკვე იქნა გაფრთხილებული კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ", - წერია განცხადებაში.

გარდა ამისა, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებაშია აღნიშნული, თუ დადგინდა, რომ ზემოაღნიშნული სარეკლამო შინაარსის ვიდეორგოლები უსასყიდლოდ გადის ტელეკომპანიის ეთერში, ეს ჩაითვლება ტელეკომპანიის მიერ პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ სასარგებლოდ განხორციელებულ შემოწირულებად.

"მივმართავთ:

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურს - შეისწავლონ აღნიშნული საკითხი და მიიღონ შესაბამისი გადაწყვეტილებები;

ტელეკომპანია „ობიექტივსა” და პოლიტიკურ გაერთიანება „საქართველოს პატრიოტთა ალიანსს” - ოფიციალური წინასაარჩევნო პერიოდის დაწყებამდე შეწყვიტონ მაუწყებლის ეთერში მსგავსი შინაარსის ვიდეორგოლების განთავსება", - აცხადებენ საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველოში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42