ნაკლები გადასახადი, მეტი ფული შენს ოჯახს - ევროპული საქართველო ეკონომიკურ გეგმას წარადგენს, რომლის მიხედვით თითოეულ ოჯახს 2000 ლარით მეტი დარჩება
პოლიტიკა - 18:23, 25 Aug, 2020     938

ევროპული საქართველო განაგრძობს საარჩევნო ეკონომიკური გეგმის წარდგენას.

დღეს პარტიამ წარადგინა ეკონომიკური გეგმის კიდევ ერთი, საკმაოდ მსხვილი ნაწილი, რომელიც მრავალ რეფორმას მოიცავს.

ევროპული საქართველოს თქმით, ამ გეგმით, თითოეულ ოჯახს დარჩება 2000 ლარით მეტი.

„ევროპული საქართველოს გეგმა: +2000 ლარი შენს ოჯახს.“

გეგმა მოიცავს გადასახადების მნიშვნელოვნად შემცირებას, მათ შორის:

საშემოსავლო გადასახადის დაწევა 20%-დან 10%-მდე.

მოგების გადასახადის დაწევა 15%-დან 10%-მდე

დამატებითი ღირებულების გადასახადის დაწევა 18%-დან 16%-მდე

მეტი მეწარმის განთავისუფლება დამატებითი ღირებულების გადასახადისგან. მეწარმე დამატებითი ღირებულების გადასახადს გადაიხდის, თუკი წლიური შემოსავალი ცდება 200 000 ლარს, ნაცვლად 100 000.

გეგმის მიხედვით, ეს მნიშვნელოვნად შეამცირებს უმუშევართა რაოდენობას.

გეგმა ასევე მოიცავს მთავრობის ხარჯების შემცირებას, რომლის მიხედვითაც, 2 მილიარდ ლარზე მეტი დარჩება ხალხს და არა ჩინოვნიკებს.

საწვავზე აქციზის შემცირება 25%-ით, რაც შეაფერხებს ფასების ზრდას.

მთავრობის საკუთრებაში არსებული მიწების ხალხისთვის დაბრუნება.

საკუთარი ფულის დაბრუნება საპენსიო ფონდიდან, მაშინ როცა ადამიანს სჭირდება.

აშშ-სთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმება.

ინვესტიციებისა და საერთაშორისო დახმარების მობილიზება.

ამ გეგმის მიხედვით თითოეულ ოჯახს დარჩება 2000 ლარით მეტი.

ევროპული საქართველოს საარჩევნო გეგმა, გარდა ეკონომიკური სფეროსი, მოიცავს სხვა სფეროებსაც, რომელსაც პარტია თანდათან აქვეყნებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42