"ლელოს" იმერეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები
პოლიტიკა - 17:39, 25 Aug, 2020     1296

პოლიტიკურმა გაერთიანება „ლელომ" 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო კამპანია გახსნა და საქართველოს მასშტაბით მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები ოფიციალურად დაასახელა. ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის, „ლელო საქართველოსთვის" თავმჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ საქართველოს მასშტაბით 25 მაჟორიტარი დეპუტატი დაასახელა. კონკრეტულად, იმერეთის რეგიონში კი მოსახლეობას მათი ინტერესების დასაცავად 4 კანდიდატი წარუდგინა, მათ შორის სამი ქალია, რომლებიც „ქართული ოცნების" დასამარცხებლად და ქვეყანაში მათ მიერ შექმნილი სისტემის შესაცვლელად იბრძოლებენ. ეს იქნება გარდამტეხი ბრძოლა, რომელიც ხვალინდელ უკეთეს დღეს გვპირდება!


პროფესიონალიზმი, ახლებური ხედვა და ახალგაზრდა კანდიდატები, რომლებიც თავისი საქმის და სფეროების პროფესიონალები არიან. კონკრეტული გეგმა ქვეყნის კრიზისიდან გამოსაყვანად - ეს არის „ლელოს" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების მთავარი გზავნილი.


წარდგენის დღესაც და შემდგომ გაკეთებულ ყველა განცხადებაში, ლელოს მაჟორიტარობის კანდიდატები აცხადებდნენ, რომ მთავარი ამოცანა "ქართული ოცნების" დამარცხებაა. „ქართული ოცნების" ძველ სახეებს „ლელოს" ახალგაზრდა და ენერგიული ლიდერები დაუპირისპირდებიან, რომელთაც განათლება მსოფლიოს სხვადასხვა სასწავლებელში აქვთ მიღებული და საქართველოში სწორი ხედვებით და ახალი პოლიტიკური დღის წესრიგის შესაქმნელად იბრძოლებენ.


ისევე, როგორც თბილისში, რეგიონებშიც „ლელოს" ახალი სახეები ჰყავს მაჟორიტარ დეპუტატებად დასახელებული. ლელოს გუნდში კანდიდატებს შორის ბევრი საინტერესო სახეა, მათ შორის იმერეთშიც, სადაც „ლელოს" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები ჰყავს ანა ნაცვლიშვილი, თორნიკე ართქმელაძე, ანა ბიბილაშვილი და ანი მიროტაძე არიან:

1. ანა ნაცვლიშვილი – ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი. იურისტი, თსუ-ს, ბუდაპეშტისა და ესექსის უნივერსიტეტების კურსდამთავრებული. იყო „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" თავმჯდომარე; სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრი; ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სახელმწიფო კომისიის წევრი და საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენელი საქართველოს პარლამენტში. 2017 წელს მიენიჭა "წლის უფლებადამცველის" ჯილდო.

2. ანი მიროტაძე – ჭიათურის, საჩხერისა და ხარაგაულის რაიონების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი. პოლიტიკოსი. ჟურნალისტი. სამოქალაქო აქტივისტი. ადამიანის უფლებების დამცველი. აქვს 20 წლიანი ჟურნალისტური გამოცდილება. იყო საქართველოს მერვე მოწვევის პარლამენტის წევრი.

3. ანა ბიბილაშვილი – ზესტაფონის, თერჯოლის, ტყიბულისა და ბაღდათის რაიონების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი. არქიტექტორი და ურბანისტი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ასისტენტ პროფესორი, ლისაბონის უნივერსიტეტში მუშაობდა სადოქტორო პროგრამაზე. არის ქალაქის გამწვანების აქტიური დამცველი. სტუდენტთა განვითარების ფონდის დამფუძნებელი.

4. თორნიკე ართქმელაძე – სამტრედია, წყალტუბოს, ხონისა და ვანის რაიონების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი. სამართლის მაგისტრი, დოქტორანტი, ბიზნესის სამართლის ადვოკატი. იყო თსუ -ს მოწვეული ლექტორი და იურიდიული მიმართულების ტრენერი, იყო სტუდენტური მოძრაობის აქტიური წევრი. არის რამდენიმე სამეცნიერო ნაშრომის ავტორი.

„ლელოს" 4 კანდიდატს იმერეთში „ქართული ოცნებიდან" ამდენივე კანდიდატი დაუპირისპირდება.
ქუთაისის საარჩევნო ოლქში ანა ნაცვლიშვილის წინააღმდეგ ზაზა ლომინაძე იბრძოლებს. სამტრედიაში, წყალტუბოში, ხონსა და ვანში თორნიკე ართქმელაძის წინააღმდეგ მმართველი გუნდიდან გივი ჭიჭინაძე იქნება. ზესტაფონში, ბაღდათში, თერჯოლასა და ტყიბულში „ლელოს" ანი ბიბილაშვილი, ხოლო „ქართულ ოცნებას" ბეჟან წაქაძე წარმოადგენს. საჩხერეს, ჭიათურასა და ხარაგაულის საარჩევნო ოლქში „ლელოს" წარმომადგენელს, ანი მიროტაძეს „ქართული ოცნების" კანდიდატი პაატა კვიჟინაძე დაუპირისპირდება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42