სააგენტო "დოსიეს" მიერ გავრცელებულ დოკუმენტირებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, კრემლი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში პატრიოტთა ალიანსს პირდაპირ ეხმარება, ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის ლიდერი ნინო ბურჯანაძე ეხმაურება.
იგი აცხადებს, რომ "დოსიეს" მიერ გამოქვეყნებული სტატიის შემდეგ ნებისმიერ ნორმალურ ქვეყანას გამოძიება უკვე დაწყებული ექნებოდა.
"რაც შეეხება გუშინდელ ბრალდებას, მე ვერაფერს გეტყვით. მე არ ვიცი ამ ბრალდების თაობაზე. ვფიქრობ, რომ თავად პატრიოტთა ალიანსი პირველ რიგში უნდა იყოს დაინტერესებული იმით, რომ ნათელი მოეფინოს ამ ბრალდებას. რა თქმა უნდა, ნებისმიერი ნორმალური ქვეყანა უკვე დაიწყებდა გამოძიებას ასეთ ბრალდებასთან დაკავშირებით.
არც უნდა ყოფილიყო საჭირო ელენე ხოშტარიას მიერ შეტანა იმიტომ, რომ პროკურატურა რომ პროკურატურის ადგილზე იყოს, უკვე დაწყებული უნდა ჰქონდეთ გამოძიება", - ამბობს ბურჯანაძე.
მასალის გამოყენების პირობები






