"ცხოვრება ახლა იწყება" - კლაუდია შიფერი 50 წლის გახდა (ფოტო, ვიდეო)
ეს საინტერესოა - 18:45, 25 Aug, 2020     2731
ცნობილი მოდელი კლაუდია შიფერი 2020 წლის 25 აგვისტოს 50 წლის გახდა. მისი თქმით, მას წლების არ ეშინია და ცხოვრებაში არასდროს ყოფილა ასე ბედნიერი, როგორც ახლა. "ცხოვრება ახლა იწყება", - აცხადებს ის.

გერმანელი ქერათნიანი ლამაზმანის კარიერული აღმასვლა 80-იანი წლების ბოლოს დაიწყო. მისი სიმაღლეა 180 სმ, წონა - 58 კგ. პარამეტრები - 95x62x92. აღსანიშნავია, რომ ეს პარამეტრები კლაუდიამ სამი შვილის გაჩენის შემდეგაც შეინარჩუნა. კლაუდია შიფერი თავის დროზე ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოდილი იყო - იგი დღეში დაახლოებით 50 000 დოლარს იღებდა და ოფიციალურად მილიონერია.

იგი მოდელთა შორის აბსოლუურ რეკორდს ფლობს ჟურნალების ყდაზე გამოქვეყნებული ფოტოების მიხედვით, რაც "გინესის რეკორდების წიგნშიც" არის დაფიქსირებული.

ის დიუსელდორფში, დისკოთეკაზე სამოდელო ბიზნესის ერთერთმა მეტრმა მიშელ ლევატონმა აღმოაჩინა. გოგონა პარიზში ჩავიდა და მოდის დედაქალაქი ერთ წელიწადში დაიპყრო - 1988 წელს მისი სურათი ჟურნალ Elle-ს ყდაზე გამოჩნდა. არადა, კლაუდია მამასავით ადვოკატობას აპირებდა.

ამავე წელს მან Chanel-ისგან შესანიშნავი შეთავაზება მიიღო, ხოლო კარლ ლაგერფელმა ის თავის მუზად გამოაცხადა.

1995 წელს კლაუდია Paris Match-მა მსოფლიოს ყველაზე ლამაზ ქალად დაასახელა.

სამწუხაროდ, შიფერის კინოკარიერა არ შედგა. იგი რამდენიმე ფილმში გადაიღეს, თუმცა, ამას მისთვის დიდი წარმატება არ მოუტანია.

1993 წელს მან ილუზიონისტი დევიდ კოპერფილდი გაიცნო, ერთი წლის შემდეგ ისინი დაინიშნენ, მაგრამ ქორწილამდე საქმე არ მისულა 1997-ში წვილი დაშორდა. დადიოდა ხმები, რომ მათი ურთიერთობა მხოლოდ პიარ-აქცია იყო. ასევე, 2002 წელს დადიოდა ხმები მის და ბრიტანეთის პრინც უილიამის ურთიერთობის შესახებ (უილიამი მაშინ 20-ის, ხოლო კლაუდია- 30 წლის იყო), თუმცა, ამ ხმებს ორივე უარყოფდა.

2002 წელს, 16 თვაინი ნაცნობობის შემდეგ, კლაუდია ბრიტანელ პროდიუსერსა და კინორეჟისორ მეტიუ ვონს გაჰყვა ცოლად. მათ 1 ვაჟი და ორი გოგონა შეეძინათ. ამჟამად ის მთელ დროს ოჯახს უთმობს. კლაუდია დღესაც პოპულარულია მის ინსტაგრამგვერდს 1,3 მილიონი გამომწერი ჰყავს. თავის დაბადების დღეზე მან სპეციალურად ვიდეო გამოაქვეყნა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42