"საერთაშორისო დამკვირვებლების ჩამოსვლა ამ არჩევნებზე არის კრიტიკულად აუცილებელი და ძალიან მნიშვნელოვანი" - გიგი წერეთელი
პოლიტიკა - 15:59, 25 Aug, 2020     942

ევროპული საქართველოს მაჟორიტარობის კანდიდატი ტყიბულის, თერჯოლის, ზესტაფონისა და ბაღდათის ოლქში, გიგი წერეთელი, საერთაშორისო დამკვირვებლების თემას ეხმიანება.

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერის თქმით, უმნიშვნელოვანესია, რომ მოხდეს საერთაშორისო დამკვირვებლების ჩამოსვლა ამ არჩევნებზე, რათა არჩვენებს ლეგიტიმაცია მიეცეს და ყველანაირი დარღვევა მინიმუმამდე იყოს დაყვანილი.

გიგი წერეთლის თქმით, ხელისუფლებამ სწრაფად უნდა გადადგას ნაბიჯები, რათა მოხდეს საერთაშორისო დამკვირვებლების უპრობლემოდ შემოსვლა ქვეყანაში.

„საერთაშორისო დამკვირვებლების ჩამოსვლა ამ არჩევნებზე არის კრიტიკულად აუცილებელი და ძალიან მნიშვნელოვანი, რათა მოხდეს შედეგების შედეგების შეფასება, ლეგიტიმაცია და მინიმუმამდე იყოს ის დარღვევები, რომლებიც წესით იარსებებს იმ ადმინისტრაციული რესურსიდან და იმ მონდომებიდან გამომდინარე, რომელსაც ჩვენ ვხედავთ ხელისუფლების მხრიდან. ამიტომ, ძალიან მკაფიოდ უნდა უთხრან ამ ორგანიზაციებს, იქნება ეს ეუთო, ევროპის საბჭო თუ სხვა, გარდა ოფიციალური მოწვევისა, თუ როგორი იქნება პროცედურები დამკვირვებლების მიღების, ჩამოსვლის, განთავსების და ა.შ. როგორ იმოქმედებს მათზე ის გარკვეული წესები, რაც აქ არის პანდემიის გამო დაწესებული და ხომ არ იქნება რაიმე სიურპრიზები, რომლებიც ხელს შეუშლის ასე ვთქვათ მათ ფუნქციონირებას.

ძალიან მკაფიოდ უნდა იყოს გაწერილი ის სახელმძღვანელო წესებისა, რომლითაც საერთაშორისო დამკვირვებლები იმოქმედებენ აქ ჩამოსვლისას. თუ ხელისუფლებამ დაიწყო ამით მანიპულირება, ეს იქნება ძალიან ცუდი. ერთი ის, რომ უნდა მოხდეს ამ დამკვირვებლების მობილიზება თვითონ საერთაშორისო ორგანიზაციებში და ამაზე მუშაობა მიმდინარეობს, ხელისუფლებამ გაგზავნა უკვე მოსაწვევი, თუმცა ეს არ არის საკმარის. იმისათვის, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებმა გამოგზავნონ გრძელვადიანი დამკვირვებლები, ამას სჭირდება გრძელვადიანი გეგმა და მოლაპარაკება ხელისუფლებასთან და ეს რაც შეიძლება დროულად და სწრაფად უნდა მოხდეს, იმისათვის რომ არ დარჩეს რაიმე სასპეკულაციო თემა.

არჩევნებს საკმაოდ გრძელვადიანი მონიტორინგი სჭირდება, რომელიც 2 თვეს მოიცავს არჩევნების დღემდე, ამრიგად ხელისუფლებამ დღესვე უნდა გასცეს ამას მკაფიო პასუხი, თუ რას აკეთებენ ისინი იმისათვის, რომ საერთაშორისო დამკვირვებლები უპრობლემოდ შემოვიდნენ ქვეყანაში.“ - განაცხადა გიგი წერეთელმა





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42