ვაქციოთ საქართველო უსაფრთხო ადგილად - გამართული ამბულატორიები და სამედიცინო ტრანსპორტის ხელმისაწვდომობა 30 წუთის სავალზე - სერგო ჩიხლაძე
პოლიტიკა - 14:50, 25 Aug, 2020     807

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერი სერგო ჩიხლაძე ავტოსაგზაო შემთხვევებზე საუბრობს:

„დღევანდელი დღე გლოვის დღეა და ჩვენ პატივს მივაგებთ იმ 17 ადამიანს ვინც დაიღუპა შატილის ავტოკატასტროფაში. ერთი მხრივ, ვხედავთ რამდენად მნიშვნელოვანია სამგზავრო უსაფრთხოების სტანდარტები და წესები, რომელიც არ არის დაცული ჩვენს ქვეყანაში და მეორეა უკვე მომხდარ უბედურებაზე რეაგირება და დაზარალებულებისთვის გადაუდებელი და სასწრაფო დახმარების აღმოჩენა.

ამ შემთხვევამ კიდევ ერთხელ დაგვანახა რომ ქვეყანას აქვს სერიოზული ჩავარდნა გადაუდებელი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის სიტემაში. შატილის ტრაგედიის შემთხვევაში სასწრაფო დახმარების ბრიგადა ადგილზე შემთხვევიდან ორი საათის შემდეგ მივიდა და გამოძახებიდან ერთნახევარ საათში, 90 წუთში, რაც სასწრაფო დახმარების თვალსაზრისით, აღმაშფოთებელი და მიუღებელია, რადგან ასეთ დროს ყოველ წუთს აქვს მნიშვნელობა სიცოცხლის გადასარჩენად.

სამწუხაროდ, მსგავსი რამ პირველად არ მომხდარა ჩვენს ქვეყანაში. და ხევსურეთი არ არის გამონაკლისი. საერთაშორისო სტანდარტებით, როცა საქმე ადამიანის სიცოცხლის გადარჩენას ეხება, მაღალი პრიორიტეტის შემთხვევაში, სასწრაფო დახმარება შემთხვევის ადგილზე უნდა იყოს 8 წუთში, საშუალო პრიორიტეტულობის შემთხვევაში ეს არის 15 წუთი, ხოლო ნაკლებად პრიორიტეტული შემხვევის დროს- 30 წთ.

ამ დროს, ფშავ-ხევსურეთის 4 თემი, 76 სოფელი ფაქტიურად მიგდებულია. გასული წლების სტატისტიკა მეტყველებს რომ ასობით გამოძახებაა ყოველწლიურად და ყველა შემთხვევაში სასწრაფოს მისვლის დრო ხშირ შემთხვევაში მერყეობს 2-დან 4 საათამდე. მეორე დიდი პრობლემა არის ის, რომ ამდენივე დრო ჭირდება ადამიანის გადაყვანას ადგილამდე სადაც კვალიფიციური დახმარება გაეწევა. წარმოუდგენელია, რომ დღეს 21-ე საუკუნეში სასწრაფოს მოსვლას 2-4 საათი ჭირდებოდეს და დახმარების ადგილზე გადაყვანას 4-6 საათი.

არადა, საკმარისია ერთი გამართული ამბულატორია ამ ტერიტორიაზე, სადაც შესაძლებელი იქნება სულ მცირე პირველადი დახმარებისაღმოჩენა და რომელსაც ეყოლება გამართული ავტოტრანსპორტი გამოძახების ადგილზე მისასვლელად. ეს მცირე ნაბიჯიც კი მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს სასწრაფო დახმარების აღმოჩენას ამ ადგილებში და ფაქტიურად 76 სოფელი უკეთ იქნება დაფარული გადაუდებელი სამედიცინო სერვისებით.

პლუს, არ დაგვავიწყდეს, რომ ეს ადგილი არის ტურისტების ინტერესის ადგილი და ყოველ სეზონზე მინიმუმ 10 და 20 ათასი ადამინი მოგზაურობს მარტო ამ მიმართულებით . შესაბამისად, არამარტო ადგილობრივები, არამედ ათიათასობით ტურისტიც კი დაუცველია ჯანმრთელობის ნებისმიერი პრობლემის წინაშე.

„სტრატეგია აღმაშენებელი“ გამოვდივართ ინიციტივით და მოვითხოვთ მთავრობისგან, ჯანდაცვის სამინისტროს, რომ 1) გადაიხედოს ამბულატორიები და პირველადი დახმარების გაწევის პუნქტების დაქსელვა საქართველოში. იმისთვის, რომ სულ გვიან 30 წუთის სავალზე ნებისმიერი ადგილიდან შესაძლებელი იყოს პირველადი დახმარების აღმოჩენა. 2)სასწრაფოს ხელმისაწვდომობა და ადგილზე მისვლის სტანდარტები დაექვემდებაროს საუკეთესო პრაქტიკას-8-15-30 წუთი. 3) იქ სადაც შეუძლებელია მანქანით მიღწევა, მოხდეს სამედიცინო დანიშნულების ვერტმფრენის მობილიზება შესაბამისად, დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში. ასეთი შემთხვევები ბევრი არ იქნება, მაგრამ სახელმწიფო უნდა ზრუნავდეს თითოეულ მოქალაქის სიცოცხლეზე.

უკვე დრეიდან, ჩვენ, რაც შეიძლება სწრაფად, უნდა ავაშენოთ საჭირო ინფრასტრუქტურა, რომელიც შესაბამის სტანდარტებს დააკმაყოფილებს. ჩვენ, რაც შეძლება სწრაფად, მთელ საქართველოში უნდა შევქმნათ სასწრაფო დახმარების გაწევის და სამედიცინო პერსონალის მომზადების სათანადო სისტემა. საქართველო უნდა ვაქციოთ უსაფრთხო ადგილად“ - სერგო ჩიხლაძე





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42