"საქართველოს გზის" საპატიო თავმჯდომარე სალომე ზურაბიშვილი უმრავლესობას კითხვით მიმართავს, "რას ნიშნავდა განცხადება 27 ოქტობერს დამთავრდება კოჰაბიტაცია"?
ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში თინა ხიდაშელის იმ განცხადებას ეხმაურება, სადაც ხიდაშელმა არარევანშიზმზე ისაუბრა.
თინა ხიდაშელს რაღაცეები ხომ არ ეშლება???? ერთია რომ რევანშიზმი არ იყოს და ამას მივესალმები, მეორეა, რომ დამნაშავე პირები მეტადრე დემონსტრაციების დარბევისას არ უნდა ინიშნებოდნენ და ამას ვერ მივესალმები…. და მგონი ისიც უნდა ითქვას, რომ ხიდაშელს რა ჰგონია და რა არა დიდად მნიშვნელოვანი არაა, მთავარია, ეს ყველაფერი გამოძიებული იყოს და სამართლიანად… ვინც არაფერში დამნაშავე არაა იმას არ უნდა აეკრძალოს არც მუშაობა და არც დაწინაურება, სამაგიეროდ ვისაც დანაშაული აქვს ჩადენილი ის უნდა არა თუ არ დაინიშნოს , უნდა გასამართლდეს და კანონის თანახმად დაისაჯოს….
კიდევ ერთხელ ვსამ კითხვას: რას ნიშნავდა განცხადება 27 ოქტობერს დამთავრდება კოჰაბიტაცია????" - წერს ზურაბიშვილი "ფეისბუქზე".
თინა ხიდაშელის განცხადებით, მან არ იცის, იყო თუ არა შემთხვევის ადგილზე 2011 წლის 26 მაისის აქციის დარბევის დროს შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატი ალექსანდრე ჭიკაიძე. "თუ ეს სიმართლეა და ის იმყოფებოდა 26 მაისს რუსთაველზე, - ასეთი ადამიანი რომ დღეს შინაგან საქმეთა მინისტრად ინიშნება, ეს ყველაზე საუკეთესოდ მეტყველებს ჩვენს ხელისუფლებაზე, რომ ჩვენ არ ვებრძვით იმ ხალხს, რომელიც ცხოვრობდა და მუშაობდა 2012 წლის 1-ელ ოქტომბრამდე,“ - განაცხადა თინა ხიდაშელმა „მაესტროს“ გადაცემა „არგუმენტებში“.
მასალის გამოყენების პირობები






