ევროპული საქართველოს მაჟორიტარობის კანდიდატი ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის ოლქში, ხათუნა გოგორიშვილი, ჩოხატაურის ადგილობრივ ხელისუფლებას ნეპოტიზმში ამხელს.
დღეს გამართულ ბრიფინგზე ხათუნა გოგორიშვილმა მედიას გააცნო ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მიერ გაფორმებული ხელშეკრულება ერთ-ერთ ორგანიზაციასთან .
„ინტეგრირებულ საქმიანობათა დღის ცენტრი ჩოხატაურში“.
პროგრამა მიზნად ისახავს სოციალურად დაუცველთა და უმწეოთა რიცხვის შემცირებას და ცხოვრების ხარისხის ამაღლებას.
პროგრამის განხორციელებისთვის ჩოხატაურის მერიამ ჩარიცხა 96 500 ლარი საიდანაც და მხოლოდ 9 000 ლარი მოხმარდა სხვადასხვა პროგრამას.
პრობლემა მარტო თანხის განკარგვაში არაა, აქ მთავარია ვინ არის ეს 7 თანამშრომელი.
აღნიშნულ პროექტში დასაქმდნენ:
თამარ კოროშინაძე - მერიის სოციალური სამსახურის განყოფილების უფროსის ვანო ცინცაძის ცოლი;
ირინა მამალაძე - მერის მოადგილის თამაზ ჯინჭარაძის ცოლი;
ირინა ხოტრიშვილი - საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარის აკაკი ყაჭეიშვილის ცოლი;
ნათია გურგენიძე - ჩოხატაურის ელექტრო ქსელების ხელმძღვანელის თემურ ჩხიკვაძის ცოლი.
აღნიშნული „ცოლები“ პარალელურად დასაქმებული არიან ჩოხატაურის სხვადასხვა ა(ა)იპ - ებში.
ხათუნა გოგორიშვილის თქმით, ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ უკიდურესად გაჭირვებული ადამიანებისთვის გამოყოფილ თანხას, ქართული ოცნება უხდის მათთან დაკავშირებულ პირებს.
მასალის გამოყენების პირობები






