როდესაც ვამბობთ რომ დღეს საქართველოში საკუთარ თავს უსაფრთხოდ არავინ გრძნობს ეს თქვენი დანაშაულია - გიორგი ვაშაძე პრემიერ გიორგი გახარიას მიმართავს
პოლიტიკა - 14:02, 25 Aug, 2020     777

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებით, საქართველოში კატასტროფული კრიმინოგენური მდგომარებაა და მიაჩნია, რომ “დამსხვრეული ოცნებების” პარტიის ძალისხმევით, სამართალდამცავი უწყებები სრულიად ჩამოშლილია, საქართველოში ხალხი თავს დაცულად ვერ გრძნობს და ქართული პოლიციის საქმიანობის პრინციპები ფაქტობრივად, დეგრადირებულია.

ვაშაძის თქმით,მიუღებელია, პოლიცია მხოლოდ პოლიტიკური დავალებების შესრულებისთვის გამოიყენო და ადამიანების გაუჩინარების, მკვლელების თუ სხვადასხვა კრიმინალური დანაშაულებების გამოძიება არ გაღელვებდეს და გვერდით გადადო. „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი ხელისუფლებას ბურუსით მოცული კრიმინალური საქმეების დროულად გამოძიებისკენ მოუწოდებს.

“ქვეყანაში უმძიმესი კრიმინოგენური მდგომარეობაა. დღეს ხელისუფლების უმოქმედობის შედეგად დაზარალებულ ერთ-ერთ ოჯახში ვიმყოფებოდი, ქალბატონი ლალი 4 წელია ითხოვს საკუთარი შვილის, 24 წლის გოგონას გაუჩინარების საქმის სრულფასოვან გამოძიებას. უამრავი პასუხგაუცემელიკითხვა და ლაფსუსია გამოძიების ირგვლივ. ეს უმძიმესი ტრაგედიაა ოჯახისთვის, როცა 24 წლის გოგოა გაუჩინარებული და კიდევ უფრო დიდი ტრაგედიაა, როცა გულგრილი დამოკიდებულებაა სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან.

მივმართავ პრემიერ მინისტრ გახარიას და შინაგან საქმეთა მინისტრს - რა არის თქვენი ფუნქცია თუ არა ეს კრიმინალური საქმეების გამოძება? როდესაც ვამბობთ, რომ დღეს საქართველოში საკუთარ თავს უსაფრთხოდ არავინ გრძნობს, ეს თქვენი დანაშაულია, სწორედ ასეთი გამოუძიებელი და ბურუსით მოცული საქმეები იძლევა ამის საბაბს. არ შეიძლება, პოლიცია მხოლოდ პოლიტიკური დავალებების შესრულებისთვის იქნას გამოყენებული და არ აღელვებდეს ამდენიადამიანის გაუჩინარება,მკვლელობა თუ ქვეყანაში არსებული ძალადობის ფაქები.

უმძიმესი სურათია რაც დღეს საქართველოში ხდება და ეს აუცილებლად უნდა შევცვალოთ ყველამ ერთად, რადგან სამწუხაროდ, დღევანდელ ხელისუფლებას თავისი თავის გარდა არაფერი აინტერესებს. პოლიციის სისტემის ასეთი დეგრადირება უკვე კატასტროფაა,“ - აცხადებს გიორგი ვაშაძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42