NGO-ები პარლამენტს მოუწოდებენ, მაუწყებლობის შესახებ კანონში შესატანი ცვლილებები არ მიიღოს
პოლიტიკა - 13:11, 25 Aug, 2020     1222

არასამთავრობო ორგანიზაციები პარლამენტს მოუწოდებენ, არ მიიღოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის საკანონმდებლო ინიციატივა, მაუწყებლობის შესახებ კანონში შესატანი ცვლილებები თაობაზე.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული შემოთავაზებული ცვლილებებით შეიზღუდება საქართველოს კონსტიტუციით განმტკიცებული მასობრივი ინფორმაციის საშუალებების თავისუფლების და ცენზურის დაუშვებლობის ძირითადი პრინციპი.

"შემოთავაზებული ინიციატივა ძალაში 2020 წლის 1 სექტემბრიდან შევა და დაკავშირებულია მედიაში ინფორმაციის გავრცელებასთან. ცვლილებების თანახმად, კანონს ემატება 561-ე და 562-ე მუხლები. კანონპროექტით შემოტანილია ბავშვისთვის საფრთხის შემცველი ინფორმაციის ცნება, დგინდება პროგრამათა კატეგორიების განმსაზღვრელი კრიტერიუმები, რომლებიც, თავის მხრივ, ადგენს, თუ რა ჩაითვლება არასრულწლოვანისთვის შეუფერებელ პროგრამად ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით.

ერთი შეხედვით, ცვლილება დაკავშირებულია ისეთ მნიშვნელოვან საკითხებთან, როგორებიცაა სუიციდი, ძალადობის გაშუქება, ნარკოტიკები, აზარტულ თამაშები და სექსუალური სცენები. თუმცა, ახალ რეგულაციებში გამოყენებულია არაერთი ბუნდოვანი ტერმინი ("სოციალიზაციის ხელშეწყობა", "შეუფერებელი პროგრამა", "შეურაცხმყოფელი ლექსიკა" და სხვა), რომელთა განსაზღვრაც რთული, სუბიქტური და შეფასებითია. შემოთავაზებული ნორმებით იზღუდება საქართველოს კონსტიტუციით განმტკიცებული მასობრივი ინფორმაციის საშუალებების თავისუფლების და ცენზურის დაუშვებლობის ძირითადი უფლება. გარდა ამისა, შეზღუდვა ბუნდოვანია და იძლევა მედიის კონტროლისა და ცენზურის მნიშვნელოვან შესაძლებლობას. გამოხატვის თავისუფლების ამგვარი შეზღუდვის ლეგიტიმური მიზანი მკვეთრად ჩამოყალიბებული უნდა იყოს და ამართლებდეს იმგვარ უზენაეს ღირებულებას, როგორიც ბავშვთა დაცვა და კეთილდღეობაა", - წერია განცხადებაში.

წერილში ასევე წერია, რომ მაუწყებლობის შესახებ კანონში შესატანი ცვლილებებიდან, ქართულ საკანონმდებლო სივრცეში "დაბრუნდა" გაუკუღმართებული სექსუალური კავშირის ცნება, რომელიც სისხლის სამართლის კოდექსიდან ჯერ კიდევ 2013 წელს ამოიღეს, როგორც დისკრიმინაციული ტერმინი.

"საკანონმდებლო ცვლილებები არ მოდის თანხვედრაში გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენციასთან, ვინაიდან, კონვენციის მიხედვით, მე-13 მუხლი ითვალისწინებს ინფორმაციის მიღების უფლებას, ხოლო მე-17 მუხლით აღიარებულია მასობრივი ინფორმაციის საშუალებების მნიშვნელოვანი როლი, ბავშვებისთვის ინფორმაციის მიღების თვალსაზრისით.

ცვლილებების შემუშავების პროცესში კომიტეტმა არ უზრუნველყო არასამთავრობო სექტორის ჩართულობა, რომელსაც გააჩნიათ შესაბამისი კომპეტენცია ბავშვთა დაცვისა და კეთილდღეობის სფეროში. საზოგადოებრივი ორგანიზაციები შენიშნავენ, რომ ეს არაა პირველი შემთხვევა, როდესაც ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავჯდომარის განცხადებები და ინიციატივები წინააღმდეგობაში მოდის ადამიანის უფლებათა დაცვის ძირითად სტანდარტებთან. მის საქმიანობას წლების განმავლობაში კრიტიკულად აფასებს არასამთავრობო სექტორი", - აღნიშნავენ ორგანიზაციები.

შესაბამისად, ისინი მოუწოდებენ პარლამენტს: არ მიიღოს შემოთავაზებული ცვლილებები; ბავშვის ჭეშმარიტ ინტერესებზე მორგებული ცვლილებების მომზადების პროცესში უზრუნველყოს არასამთავრობო სექტორისა და დაინტერესებული პირების მონაწილეობა.

ხელმომწერი ორგანიზაციები:

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI);

ფემინა;

განათლებისა და შრომის ასოციაცია;

სოლიდარობის ფონდი "ფემინა";

თანასწორობა 17;

რეალური ხალხი და რეალური ხედვა;

მედიაკლუბი;

მაია ცირამუა (ბავშვთა ფსიქოლოგი).





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42