რომელიც საზოგადებისთვის ცნობილი და ანგარიშგასაწევი ადამიანებისგან დაკომპლექტებდა, მასში სავარაუდოდ, 33 წევრი შევა.
საბჭოს ექნება სათათბირო ფუნქცია, სწორედ მასთან შეთანხმებით გადაწყდება ესა თუ ის მნიშვნელოვანი საკითხი, მათ შორის თეატრისა და კინოს დაფინანსების საკითხები.
ახალი სააგენტოს მოდელი კულტურის მინისტრის მოადგილემ ასე ახსნა:
"მაგალითად, ჩვენ ვაძლევთ ფულს თეატრს, მაგრამ თუ კი მისი ესა თუ ის სპექტაკლი კარგად იყიდება, შესაძლოა, მას უფრო მეტი თანხა გამოვუყოთ. ეს კავშირში იქნება გაყიდული ბილეთების რაოდენობასთან. ვფიქრობ, ეს თავად თეატრისთვისაც ერთგვარი სტიმული იქნება. ჯერჯერობით ზუსტი გეგმა არ გვაქვს, მაგრამ ამ თემაზე ვმუშაობთ"– აღნიშნა მან.
მინისტრის მოადგილე არ ადასტურებს ცნობას იმის შესახებ, რომვინმე სამინისტროდან გათავისუფლდა. მეჩითოვის განცხადებით, უახლოეს მომავალში საკადრო ცვლილებები არ იგეგმება.
მასალის გამოყენების პირობები






