"ვასწავლოთ სკოლებში კონსტიტუცია და კონსტიტუციის პრინციპები!" - სალომე ზურაბიშვილის ინიციატივა
პოლიტიკა - 19:12, 24 Aug, 2020     1137

გამოვდივარ ინიციატივით - ვასწავლოთ სკოლებში კონსტიტუცია - ამის შესახებ ნათქვამია კონსტიტუციის დღესთან დაკავშირებით პრეზიდენტის განცხადებაში.
პრეზიდენტის თქმით, კონსტიტუცია სტაბილურობის, ერთიანობისა და ეროვნული დამოუკიდებლობის სიმბოლოა.

„საქართველოში, მიუხედავად სამართლის უძველესი ძეგლების არსებობისა, კონსტიტუციის ისტორია 1918 წელს იწყება, როდესაც მიღებულ იქნა დამოუკიდებლობის აქტი და მოგვიანებით საკონსტიტუციო კომისიამ კონსტიტუციის პროექტი შეიმუშავა.

1921 წელს მიღებული კონსტიტუცია ჩვენს ისტორიაში თავისუფლების სიმბოლოა. მიუხედავად იმისა, რომ კონსტიტუციის მიღება სულ რამდენიმე დღით უსწრებდა წინ საქართველოს ოკუპაციას, იგი იქცა თავისუფლების საყრდენად, სახელმწიფოებრიობის აღდგენისა და 1991 წელს მოპოვებული დამოუკიდებლობის სამართლებრივ საფუძვლად.

ცხადია, საბჭოთა კონსტიტუციები - იარაღის, ძალადობის, ანექსიის საშუალებით შექმნილი „ფაქტობრივი მდგომარეობის“ დამკანონებლები, დაცლილნი კანონის სულისა და სამართლიანობისაგან, მძიმე კვალს დატოვებდნენ. ქვეყანა დღემდე იმკის ეროვნული და საზოგადოებრივი ინსტიტუტების დანგრევის მძიმე შედეგს, რამაც საქართველოს მოქალაქეებს ჩაუნერგა ნიჰილიზმი კანონისა და სახელმწიფოსადმი, გაუცხოება ხელისუფლების მიმართ, სკეპტიციზმი მისი სამართლებრივი გზით შეცვლის შესაძლებლობის თაობაზე.

მიუხედავად ამ მძიმე წარსულისა, ჩვენ მოვახერხეთ დიდწილად დაგვეძლია ჩვენს სამართლებრივ ცნობიერებაში ჩანერგილი მანკიერი მოდელები. შევძელით ხელისუფლება არჩევნების გზით შეგვეცვალა. შევძელით და მივიღეთ ახალი კონსტიტუცია, რომელშიც ასახულია საერთაშორისოდ აღიარებული სამართლებრივი სტანდარტები და დემოკრატიული პრინციპები. სულ ახლახან კი განვახორციელეთ საკონსტიტუციო ცვლილებები, რომლებიც გზას უხსნის ოქტომბერში სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნების ჩატარებას. მჯერა, რომ არავინ შეეცდება გავიდეს კანონისა და კონსტიტუციის ჩარჩოებიდან, არავინ შეეცდება აგრესიის, დესტაბილიზაციის, პოლარიზაციის, ქაოსისა და არეულობის გზით მიაღწიოს დასახულ პოლიტიკურ მიზანს. კონსტიტუციურ გზას ალტერნატივა არ გააჩნია.

კონსტიტუცია არ არის გაქვავებული სამართლებრივი ძეგლი. კონსტიტუცია არის ცოცხალი არსება, რომელიც ჩვენთან ერთად იზრდება და იხვეწება, ასახავს სახელმწიფოს განვითარების ეტაპებს. ჩვენი განვითარების შემდეგი ეტაპი კი საქართველოს გამთლიანებაა, რომელიც მხოლოდ ტერიტორიისა და საზღვრების საკითხი არ არის. საქართველო ვერ გადალახავს თავის ტრაგიკულ გამოცდილებას, ვერ მოიტოვებს უკან თავისი დანაწევრების ისტორიას, ვერ გამთლიანდება აფხაზ და ოს ხალხებთან საერთო ინტელექტუალური, კულტურული და ღირებულებითი სივრცის აღდგენის გარეშე. სწორედ კონსტიტუციას შესწევს ძალა, ჩამოაყალიბოს ერთიანი სახელმწიფოებრივი და სამართლებრივი ცნობიერება.

ეს არის ჩვენი მომავლის გზა!

და ამიტომაც გამოვდივარ ინიციატივით - ვასწავლოთ სკოლებში კონსტიტუცია და კონსტიტუციის პრინციპები! კონსტიტუცია აღქმული უნდა იყოს, როგორც პრინციპების და ნორმების ცოცხალი კრებული, რადგან სწორედ მათ განხორციელებას ეფუძნება ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა, თავისუფლება და წინსვლა“, - ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42