არჩევნებში კრემლი "პატრიოტთა ალიანსს" ეხმარება - გამოძიება "დოსიესგან"
პოლიტიკა - 18:32, 24 Aug, 2020     1335

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში კრემლი "პატრიოტთა ალიანსს" პირდაპირ ეხმარება - ინფორმაციას დოკუმენტებით, ორგანიზაცია "დოსიე" ავრცელებს.

ცენტრი "დოსიე"ამბობს, რომ მათ, გენერალ ჩერნოვის სამდივნოდან, ხელში ჩაუვარდათ სამუშაო დოკუმენტები, ანალიტიკური ანგარიშები, ფინანსური გათვლები, წინასაარჩევნო მეთოდოლოგიები და ოპერატიული ანგარიშები.

დაზვერვის გენერალი ვლადიმირ ჩერნოვი, "დოსიეს" ცნობით, სერგეი ივანოვის უახლოესი გარემოცვიდანაა და ხელმძღვანელობს საზღვარგარეთის ქვეყნებთან რეგიონთაშორისი და კულტურული კავშირების პრეზიდენტის სამმართველოს -
სტრუქტურას, რომელიც ფერადი რევოლუციების წინააღმდეგ საბრძოლველად შეიქმნა.

დოკუმენტები კარგად აჩვენებს, როგორია კრემლის ე.წ. "რბილი ძალა": როგორ იბირებენ პოლიტიკოსებს, საჯარო მოხელეებს და ჟურნალისტებს მიმდებარე ქვეყნებიდან, როგორია კრემლის ინსტრუქციები საპროტესტო განწყობის გაღვივების, პროვოკაციების მოწყობის შესახებ და ა.შ.

როგორც "დოსიე" აღნიშნავს, დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ საქართველოში კრემლი ფსონს "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერებზე, ირმა ინაშვილსა და დავით თარხანმოურავზე დებს.

გამოცემის ცნობით, უკვე ჩამოყალიბებულია მრავალმილიონიანი წინასაარჩევნო ბიუჯეტი, დამზადებულია სააგიტაციო ვიდეორგოლები, დაქირავებულია პოლიტტექნოლოგი სერგეი მიხეევი მოსკოვური კომპანიიდან POLITSECRETS. მიხეევს გენერალ ჩერნოვის დაქვემდებარებული პირები - ФСБ-ს თადარიგის პოლკოვნიკი ვალერი მაკსიმოვი და ГРУ-ს ოფიცერი ვალერი ჩერნიშოვი - კურირებენ.

დოკუმენტები მიხედვით, ჯერ კიდევ წლის დასაწყისში პოლიტტექნოლოგმა სერგეი მიხეევმა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გაგზავნა "პატრიორთა ალიანსის" გაპიარების წინასწარი გეგმა.

ნაწყვეტი დოკუმენტიდან:

"პროექტის საერთო ღირებულება 700 ათასი დოლარია. ღირებულებაში შედის პროექტის ყველა ხარჯი, ფრენების, ტრანსპორტირების, ცხოვრების და ა.შ. ხარჯების ჩათვლით. თუ მიმღები მხარე მზადაა, საკუთარ თავზე აიღოს ზოგიერთი ხარჯი, შესაძლებელია ამის ცალკე განხილვა.
მნიშვნელოვანია!!! ჯგუფის მონაწილეობა მეორე ტურში მაჟორიტარულ ოლქებში (ასეთის არსებობის შემთხვევაში) განხილულ უნდა იქნას ცალკე."





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42