დღეს იყო ერთი ძალიან მნიშვნელოვანი სტრატეგიული გადაწყვეტილება, რომელიც უზრუნველყოფს, რომ ვერ გააყალბოს ივანიშვილმა არჩევნები - თინა ბოკუჩავა
პოლიტიკა - 16:21, 24 Aug, 2020     934

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა თინა ბოკუჩავამ ოპოზიციური პარტიების შეხვედრის დასრულების შემდეგ კომენტარი გააკეთა.

ბოკუჩავა ამბობს, რომ ოპოზიციას უფრო მეტი რამ აერთიანებს, ვიდრე ჰყოფს.

მისი თქმით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თბილისში 6 მაჟორიტარული ოლქი დათმო, რათა ერთიანობა შენარჩუნებულიყო, ისნის ოლქთან დაკავშირებით კი, ბოკუჩავას ინფორმაციით, გადაწყვეტილება მიღებული არ არის.

„გადაწყვეტილება ამ კონკრეტულ ოლქთან დაკავშირებით მიღებული არ არის და თუ იქნება, ამას გავაჟღერებთ, მაგრამ დღევანდელმა დღემაც დაადასტურა, რომ ოპოზიციას უფრო მეტი რამ აერთიანებს, ვიდრე ყოფს.

დღეს იყო ერთი ძალიან მნიშვნელოვანი სტრატეგიული გადაწყვეტილება, რომელიც უზრუნველყოფს, რომ ვერ გააყალბოს ივანიშვილმა არჩევნები, მაგრამ ამას მოყვება სხვა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, იქნება ქცევის კოდექსი არჩევნების, ასევე დოკუმენტი, რომელიც ცალსახას გახდის, რომ არცერთი ოპოზიციური პარტია არ შეუქმნის კოალიციურ მთავრობას ბიძინა ივანიშვილს. ამიტომ ეს კოორდინაცია, რომლისკენ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა, გაგრძელდება და დარწმუნებული ვარ, დასრულდება იმით, რომ ივანიშვილი გადავა ოპოზიციაში თუ საერთოდ არ მოისურვებს, რომ პოლიტიკიდან წავიდეს, იმიტომ, რომ რთული წარმოსადგენია მისი პაიკებით ოპოზიციაში დარჩენა. ის ჩამოშორდება ხელისუფლებას და ხელისუფლებაში მოვა კოალიციური მთავრობა, რომელიც შედგენილი იქნება მათ შორის იმ ადამიანებისგან, რომელიც დღეს იყვნენ წარმოდგენილები“,- განაცხადა ბოკუჩავამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42