"რეფორმერი" შატილის გზაზე დატრიალებული ტრაგედიის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახებს უსამძიმრებს და თანაგრძნობას უცხადებს მათ.
თორნიკე ჯანაშვილი, პარტია "რეფორმერის" დამფუძნებელი: "ეს არის წარმოუდგენელი ტრაგედია ჩვენი ქვეყნისთვის. დიდ მწუხარებას გამოვხატავთ მომხდარი ავტოკატასტროფის გამო, რომელსაც 17 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. რთულია ასეთ დროს ანუგეშო გარდაცვლილთა ახლობლები, ჩვენ ვიზიარებთ მათ დიდ მწუხარებას. ეს არის მთელი საქართველოს ტრაგედია".
შეგახსენებთ, რომ ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის 64-ე კილომეტრზე მიკროავტობუსი, რომელიც შატილიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა დუშეთის მუნიციპალიტეტში სოფელ ბისოსთან 80 მეტრი სიმაღლის ხრამში გადავარდა, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 17 ადამიანი გარდაიცვალა, 3 მძიმედ დაშავდა.
მასალის გამოყენების პირობები






