22 ივლისს დამიკავშირდა პირი, რომელმაც მითხრა რომ თამარ ბაჩალიაშილის მანქანა იპოვა - გამომძიებლის ჩვენება
სამართალი - 15:59, 24 Aug, 2020     2182

ახალგაზრდა პროგრამისტის საქმერ - "ფორმულა" თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე გამომძიებლი, ჯიმშერ აფციაურის ჩვენებას ასაჯაროებს. ჩვენება 22 ივლისით თარიღდება, სწორედ ამ დღეს იპოვეს ბაჩალიაშილის ცხედარი თეთრიწყაროს ტყეში.

ჩვენებაში გამომძიებელი ამბობს, რომ ბაჩალიაშვილის საქმეზე მუშაობა მან 19 ივლისს დაიწყო, თუმცა ორ დღეში, 21 ივლისს ის შვებულებაში გავიდა. ჯიმშერ აფციაურის თქმით, 22 ივლისს პირად ტელეფონზე მას სოფელ წინწყაროს მცხოვრები, პირვალი მუსაევი დაუკავშირდა და უთხრა, რომ ბაჩალიაშვილის მანქანა თეთრიწყაროს ტყეში ნახა.

"2020 წლის 19 ივლისს მიღებული შეტყობინების საფუძველზე დავიწყე გამოძიება თამარ ბაჩალიაშვილის უკანონო თავისუფლების აღკვეთის ფაქტზე. სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით საქმეზე ჩატარებული მაქვს საგამოძიებო მოქმედებები. 2020 წლის 21 ივლისიდან ვიმყოფები კუთვნილ შვებულებაში, ამიტომ აღნიშნული დროიდან საქმეზე რაიმე საგამოძიებო ქმედებები აღარ მიწარმოებია. 2020 წლის 22 ივლისს 10:35 საათზე ჩემი მობილური ტელეფონის ნომერზე დამიკავშირდა სოფელი წინწყაროს მცხოვრები პირვალი მუსაევი, რომელმაც მითხრა, რომ ე.წ. "ვოლჩივაროტის" მიმდებარე ტერიტორიაზე ტყის მასივში ნახა რუხი ფერის ჰიუნდაი მარკის ავტომანქანა. სავარაუდოდ, ის მანქანაა, რომლითაც დაკარგულია, ახალგაზრდა გოგონაო და ეძებთო. ამის შემდეგ ვკითხე ამ მანქანის სახელმწიფო ნომერი, რაზეც მითხრა, რომ შორს ვარ და ვერ ვხედავო, ამაზე ვუპასუხე, რომ მისულიყო მანქანასთან იმ მანძილზე, რომ დაენახა მანქანის სახელმწიფო ნომერი. მართლაც, რამდენიმე წამში გადმომცა სახელმწიფო ნომერი, სერია 448, სერია არც მე მიკითხავს და არც მას უთქვამს. ამის შემდეგ პირვალის ვუთხარი, რომ მანქანასთან ახლოს აღარ მისულიყო და ადგილზე დალოდებოდა პოლიციის მისვლას. მე არ მიკითხავს მისთვის, მანქანაში იჯდა თუ არა ვინმე და არც მას უთქვამს სატელეფონო საუბრის დროს რაიმე ჩემთვის. მხოლოდ აღნიშნულის თაობაზე ვისაუბრეთ ტელეფონით. ამ დროს მე ვიმყოფებოდი ჩემს საცხორვებელ სახლში და ტელეფონზე საუბრის დასრულებისთანავე ჩემი კუთვნილი მანქანით წამოვედი თეთრიწყაროს რაიონულ სამმართველოში, სადაც დაახლოებით ორ წუთში მივედი, პირდაპირ მივმართე სამმართველოს უფროსს და აღნიშნულის შესახებ ვაცნობე სიტყვიერად", - ნათქვამია ჯიმშერ აფციაურის ჩვენებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42