30-მდე ოპოზიციურმა პარტიამ მემორანდუმი გააფორმა, რომლის მიხედვით ოპოზიციის წარმომადგენლები თანხმდებიან, რომ როგორც საკუთარ, ისე ერთმანეთის ხმებს დაიცავენ.
მემორანდუმის გაფორმების შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ გააკეთა:
„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნიშანი იმისა, რომ დიახ, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის,რომ ჩვენი ამომრჩევლის თითოეული ხმა, იმის მიუხედავად რომელ პარტიასაც არ უნდა მისცენ ხმა, იქნება დაცული და ეს არის გარანტია იმისა, რომ ხმები არ დაიკარგება
ამიტომ, მე ყველა პარტიის წარმომადგენელს ვთხოვ, რომ ჰქონდეთ იმის იმედი, რომ მათი ხმა არ დაიკარგება. პირველ რიგში ჩემს ამომრცეველს ვთხოვ, მოვიდეს და სამი ნომერი შემოხაზოს“, – განაცხადა ბურჯანაძემ.
მისივე თქმით, ჯერჯერობით არ არის გადაწყვეტილება მიღებული ისნის რაიონში რომელი კანდიდატი იქნება დაყენებული, რადგან მოლაპარაკებები კვლავ გრძელდება:
„ისანთან დაკავშრებით კონსულტაციები ნაციონალურ მოძრაობასა და გიორგი ვაშაძეს შორის ჯერკიდევ მიმდინარეობს, ბუნებრივია, მე დაინტერესებული ვარ იმით, რომ იყოს შეთანხმება მიღწული და მაქსიმალურად ღიად წარიმართოს მსგავსი პროცესები“, – აღნიშნა პოლიტიკოსმა.
ნინო ბურჯანაძემ იმ ოპოზიურ პარტიებს, რომლებიც ჯერ არ შეერთებიან მემორანდუმს მოუწოდა, გადადგან ეს ნაბიჯი:
ხელისუფლებას უნდა ესმოდეს, რომ ძალიან ძვირად დაუჯდება არჩევნების გაყალბება. ასევე მინდა მოვუწოდო იმ პარტიებს, რომლებიც დღეს არ არიან აქ და ჯერ ფიქრობენ, ვისურვებდი რომ მიიღონ დროულად გადაწყვეტილება. ის პარტიები, რომლებიც არ შემოუერთდებიან ამ დეკლარაციას და პრინციპულად განაცხადებენ ამ დეკლარაციაზე ნეგატიურ განწყობას, ძალიან სერიოზული კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებენ თავიანთ დამოუკიდებლობას და ვფიქრობ, რომ მათ ადამიანები აღიქვამენ, როგორც სატელიტებს ან როგორც სატელიტობის მსურველებს. მე არ მესმის რა მოტივით შეიძლება თქვა ამ დეკლარაციის ხელმოწერაზე უარი. ხელმოწერების შემოერთება შეიძლება. ვინც უარს იტყვის, ისინი გააჩენენბუნებრივია მოსაზრებას, რომ მათი ინტერესები არის არა ოპოზიციის, არამედ ხელისუფლების მხარეს", – აცხადებს ბურჯანაძე.
მასალის გამოყენების პირობები






