ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, ზუგიდის მაჟორიტარობის კანდიდატი, გიგი უგულავა, ოპოზიციის საერთო მემორანდუმს ეხმიანება. მისი თქმით, ევროპული საქართველო, სხვა პარტიებთან ერთად, გააკეთებს ყველაფერს, რათა არჩევნები იყოს სამართლიანი და დასრულდეს ივანიშვილის ხელისუფლება.
„მხოლოდ თავისუფალ ადამიანთან ერთობას აქვს ფასი, რადგან თუ არ არის თავისფლება და არის მონური და ბატონყმური მდგომარეობა, იქ, ბუნებრივია არც ერთობას არ აქვს არანაირი აზრი. როდესაც ვსაუბრობთ ჩვენ კოალიციაზე, უნდა გვესმოდეს, რომ ეს არის ერთობა ბევრი თავისუფალი ადამაინის, ბევრი თავისუფალი ორგანიზაციის, სწორედ ასეთ ერთობას აქვს ფასი. ჩვენ შევთანხმდით დღეს, რომ უკლებლივ ყველა ოპოზიციური პარტია შევქმნით ხმების დაცვის საკოორდინაციო საბჭოს და ვიქნებით ყველა ერთისათვის და ერთი ყველასათვის. ჩვენ დავიცავთ ერთმანეთის ხმებს, განურჩევლად პარტიისა. აქ არის საუბარი იმაზე, რომ ჩვენ ქვეყანაში არავის უნდა ქონდეს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების, გაყალობების და არჩევნების მითვისების შესაძლელობა. თამაშის წესები სჭირდება ყველას თანაბარი, წესები უნდა იყოს ყველასთვის გამჭირვალე და ყველასთვის ერთი, მხოლოდ ასეთ გამარჯვებას აქვს ფასი, მხოლოდ ასეთ გამარჯვებას მიიღებს ჩვენი საზოგადოება და სწორედ ასეთი გამარჯვების შემდეგ შევძლებთ ჩვენ ქვეყნის ჭაობიდან ამოყვანას, რომელშიც ივანიშვილმა მიიყვანა.
ამ თვალსაზრისით, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი შეთანხმება და მე დარწმუნებული ვარ, რომ ყველა პოლიტიკური ორგანიზაცია, მათი დამკირვებლები და მათი წარმომადგენლები ამ შეთანხმებას დავიცავთ. განსაკუთრებული როლი ექნება ევროპულ საქართველოს, რადგან ჩვენ გვყავს კომისიებში წარმომადგენლები და შესაბამისად ევროპული საქართველოს სახელითაც მე სრულ მზადყოფნას გამოვთქვავ, იმისთვის, რომ ვიბრძოლოთ ყველამ ერთისთვის და ერთმა ყველასათვის.
ეს არის ბრძოლა, რათა ერთპარტიული და ერთპიროვნული მმართველობა დასრულდეს ქვეყანაში და შეიცვალოს ის კოალიციით, შესაბამისად, ალტერნატივა არის კოალიცია ბელადის ნაცვლად.’ - განაცხადა გიგი უგულავამ.
მასალის გამოყენების პირობები






