პარტია "რეფორმერის" წევრი, უსაფრთხოების ექსპერტი ლაშა პატარაია : ჩვენ ვაგებთ ჰიბრიდულ ომს
პოლიტიკა - 14:52, 24 Aug, 2020     957

პორტალმა Visual Capitalist გამოაქვეყნა ქვეყნების ფართობების შესახებ ინფოგრაფიკული კონტენტი, სადაც საქართველო აფხაზეთისა და სამაჩაბლოს გარეშეა წარმოდგენილი და ეს ტერიტორიები ცალკე ქვეყნებად არის მოცემული. ამ ფაქტს პარტია "რეფორმერის" წევრი, უსაფრთხოების ექსპერტი ლაშა პატარაია ეხმაურება. როგორც ლაშა პატარაია აღნიშნავს, იმ ინდიკატორებით, რაც არის სახეზე, საქართველო რუსეთის სპეცსამსახურებთან ჰიბრიდულ ომს აგებს.

ლაშა პატარაია, პარტია "რეფორმერის" წევრი, უსაფრთხოების ექსპერტი: დღეს მნიშვნელობა არ აქვს რომელი წყარო რა რეიტინგებს ფლობს. ის, რომ ნებისმიერ კვლევით ანგარიშში შეიძლება საქართველო განხილული იყოს მისი ტერიტორიების გარეშე, ოკუპირებული ტერიტორიები კი წარმოდგენილი ცალკე სახელმწიფო სტატუსით, ბევრისთვის შეიძლება მისი მნიშვნელობით არასათანადოდ იყოს შეფასებული, მაგრამ ეს არის ინდიკატორები, რომ ჩვენ ვაგებთ ჰიბრიდულ ომს, რასაც დიდი ხანია ვსაუბრობთ. როდესაც ქვეყნის წინააღმდეგ იმართება ჰიბრიდული ომი, ეს ნიშნავს, რომ ქვეყნის მიმართ არის აქტიური ინტერესი, ეს მხოლოდ სამხედრო ვექტორით, ოკუპაციით, ტერიტორიების ანექსიით და რუსული ექსპანსიით არ დამთავრდება. აქ არის უფრო გრძელვადიანი და დიდი ამოცანა, რომელიც მეტად საშიშია ვიდრე, დღეს არსებული გაყინული კონფლიქტები, რომელიც გამოიყენება ქვეყნის შემაფერხებლად, მაგრამ ვინც იცის ჰიბრიდული ომის სპეციფიკა, მარტივად წარმოსადგენია, რა შედეგებს შეიძლება ველოდოთ ამ ყველაფრიდან. ყველა ეს ინდიკატორი და პროცესი, რაც ახლა ხდება, არის მანიშნებელი იმის, რომ ჩვენ ამ ჰიბრიდული ომის შედეგად უნდა ველოდოთ გაცილებით მეტს. დღეს მუშაობა მიდის არა მხოლოდ ტერიტორიების დაკავებასა და წართმევაზე, არამედ ადამიანების განწყობის, მენტალიტეტისა და ცნობიერების შეცვლაზე. ეს არაა მხოლოდ ტერიტორიული ექსპანსიის მცდელობა, ეს არის ეკონომიკური, კულტურული, და სოციალური ექსპანსია, რაც არის ჰიბრიდული ომის თვისობრივი სახე. ის, რომ ჩვენ დღეს არანაირ მყისიერ, ხისტ ნაბიჯს არ ვდგამთ ამ ყველაფრის საპასუხოდ, კიდევ ერთი დამატებითი განგაშის სიგნალია, რომ ჩვენ ამ ჰიბრიდულ ომს კოლოსალურად ვაგებთ.

ლაშა პატარაიას განცხადებით, სასწრაფოდ უნდა მოხდეს დიპლომატიური არხების გაძლიერება." მსგავსი შემთხვევა არაერთხელ მოხდა, მათ შორის, დიდი და წამყვანი კომპანიების მხრიდან, მათ შორის სერვის პროვაიდერების მიერ ტურიზმის სფეროში. ჩვენ უნდა გვქონდეს დელეგირებული ადამიანების ჯგუფი, რომლის ორგანიზება შეიძლება თუნდაც საგარეო საქმეთა სამინისტროში, რომელმაც იცის ამ თემაზე ვის, როგორ, რა ფორმით და რა პროტოკოლით დაუკავშირდეს მყისიერად. ამ კამპანიას უნდა ჰქონდეს ისეთი ტონი და სახე, რომ ვერც ერთმა კომპანიამ და ორგანიზაციამ ვერ გაბედოს მსგავსი რამ. ჩვენ ამ ჰიბრიდულ ომში ვართ გაურკვეველ პოზიციაში, არ ვპოზიციონირებთ და არ ვსტრესავთ, ჩვენი პოლიტიკური მთლიანობის საკითხს. მისთვის, ვინც არ არის ჩახედული ამ საკითხში, შესაძლოა სრულიად გულუბრყვილო და უანგარო შეცდომა იყოს ის, რაც გამოქვეყნდა Visual Capitalist-ში, მაგრამ ჩვენგან ამისი უგულებელყოფა ან უპასუხოდ დატოვება არის დანაშაულებრივი შეცდომა. ინტერნეტსივრცეში დომინირებს რუსეთი თავისი ნარატივით, პოზიციონირებს, რომ ძალიან ბევრ ადგილას აფხაზეთი და სამაჩაბლო გამოჩნდეს როგორც ცალკე რესპუბლიკები, ის ამას აკეთებს, ჩვენ არ ვპოზიციონირებთ ამის საპირისპიროდ. ჩვენ არ ვჩანვართ საერთაშორისო "რადარებზე", ამას კიდევ შეიძლებოდა ჰქონოდა გამართლება, თუ ჩვენ ვიქნებოდით წარმოდგენილი დემოკრატიის, სიტყვის თავისუფლების, ეკონომიკური განვითარების ან ინოვაციური რეფორემების ნიშნით. ჩვენ რომ რგეოპოლიტიკურ რუკაზე ამას მეტ ნაკლებად კიდევ გავუძლებდით, მაგრამ არსად არანაირი ინდიკაცია არ არის და ამასთანავე ხდება ჩვენი სრული გადაფარვა. დღეს, ალბათ, უფრო მეტი ფული იხარჯება საჯარო სამსახურებში ყოველწლიური კალენდრების ბეჭდვაში, ვიდრე ჰიბრიდულ ომთან გამკლავებაში. უსაფრთხოებას სჭირდება ინვესტიცია და პროფესიონალების გუნდი, რომელიც მცირე რაოდენობით, მაგრამ მაინც არის კერძო სექტორში, თუმცა სახელფასო დისბალანსის გამო ამ ადამიანებს სახელმწიფო სექტორის მიმართ ინტერესი არ აქვთ.

ლაშა პატარაიას განცხადებით, ჰიბრიდული ომის საფრთხეებთან გამკლავებას ცდილობს მედია, საერთაშორისო ორგანიზაციები, ცალკეული ადამიანები არასამთავრობო სექტორიდან, და საინიციატივო ჯგუფები, მაგრამ სახელმწიფო მათ არ უჭერს მხარს და არ უმაგრებს ზურგს. "ასეთ პოზიციაში დუმილი არ არის ნეიტრალიტეტი, დუმილიც არის კონკრეტული პოზიციის დაფიქსირება, როდესაც საუბარია სახელმწიფოებრიობაზე. სახელმწიფომ უნდა გაზარდოს ბიუჯეტი უსაფრთხოების მიმართულებით, ითანამშრომლოს უამრავ ორგანიზაციასთან ვინც საკუთარი ინიციატივით და რესურსით აკეთებს სახელმწიფო საქმეს.

"რეფორმერს" აქვს მკაფიო კონკრეტული ხედვა და გეგმები, უსაფრთხოების ყველა მიმართულებით. უნდა შეიქმნას ერთიანი პოლიტიკური ხედვა და სისტემა, რომელშიც ყველას ექნება თავისი როლი, მაგრამ უმთავრესი არის იდეოლოგიური მუშაობა, სახელმწიფოებრივი მიდგომა იდეოლოგიასთან დაკავშირებით, რაც დღეს არ არის სახელმწიფოს პრიორიტეტი. ჩვენ ყველა ვაწყდებით ერთი დიდი პოლიტიკური ნების ჩიხს, რომელიც უნდა გაირღვეს, ეს ნება ძალიან ბევრ სხვა სფეროშიც არის ჩაკეტილი " - აცხადებს პარტია "რეფორმერის" წევრი ლაშა პატარაია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42