ეს არის უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური განაცხადი, რომელიც ერთიმხრივ აჩვენებს ოპოზიციის ერთიანობას ამ ბრძოლაში და მეორე მხრივ არის დიდი წინ გადადგმული ნაბიჯი, იმისთვის, რომ ჩატარდეს სამართლიანი არჩევნები - დავით ბაქრაძე ოპოზიციის მემორანდუმზე
პოლიტიკა - 14:23, 24 Aug, 2020     945

ევროპული საქართველოს ლიდერი, დავით ბაქრაძე საერთო ოპოზოციურ მემორანდუმს ეხმიანება. მისი თქმით, ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი ივანიშვილის ხელისუფლების დასამარცხებლად.

„დღეს ოპოზიციური პარტიები ხელს აწერენ უმნიშვნელოვანეს შეთანხმებას, რომელმაც უნდა უზრუნველყოს ამ ქვეყანაში სამართლიანი და თავისფალი არჩევნების ჩატარება. ეს არის შეთანხმება ამომრჩეველთა ხმების დაცვის შესახებ და ყველა ხელმომწერი პარტია იღებს ვალდებულებას, რომ ისინი დაიცავენ ამომრცევლის ხმას, ისინი დაიცავენ ერთმანეთის ხმებს და არ მიცემენ შესაძლებლობას ხელისუფლებას გააყალბოს არჩევნები. ეს არის უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური განაცხადი, რომელიც ერთიმხრივ აჩვენებს ოპოზიციის ერთიანობას ამ ბრძოლაში და მეორე მხრივ არის დიდი წინ გადადგმული ნაბიჯი, იმისთვის, რომ ჩატარდეს სამართლიანი არჩევნები, დავიცვათ თითოელი ხმა და არავის არ მიეცეს გაყალბების შესაძლებლობა. ამ პოლიტიკური განაცხადის გარდა, დღევანდელ შეხვედრაზე მიღებული იქნა კონკრეტული გადაწყვეტილებებიც, თუ რა უნდა გაკეთდეს ამ მიმართულებით და გაგაცნობთ დღეს მიღებულ გადაწყვეტილებებს.

დღეს პარტიების მიერ მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ შეიქმნება ამომრჩევლის ხმების დაცვის საერთო შტაბი, შტაბის ხელმძღვანელი იქნება პაატა დავითაია, შტაბში იქნება წარმოდგენილი ყველა ოპოზიციური პარტია, რომელიც მონაწილეობს ამ პროცესში და ეს იქნება ის სტრუქტურა, რომელიც შეიმუშავბს და ხელმძღავნელობას გაუწევს ყველა იმ ზომას, რომელიც თავიდან აგვარიდეს არჩევნების გაყალბებას და დაიცავს ამომრჩევლის ხმებს.

შტაბი წარმოადგენს კონკრეტული ღონისძიებების ნუსხას, თუ რა უნდა გაკეთდეს ამომრჩევლის ხმების დასაცავად, მათ შორისაა ორი კონკრეტული ნაბიჯი, ერთი ეს არის პარტიებს შორის საერთო მონაცემთა ბაზის შექმნა, სადაც არჩევნების დღეს აისახება ყველა დარღვევა და მეორე, ეს არის საერთო სამოქმედო საკოორდინაციო მექანიზმი, თუ როგორ რეაგირებას მოახდენენ პარტიები ამ ბაზაში ასახულ დარღვევებზე. ამას და სხვა ნაბიჯებს შტაბი საზოგადოებას წარუდგენს ახლო მომავალში.

მესამე, ჩვენი სტრუქტურა, ოპოზიციური პარტიებიც და შტაბიც, ძალიან მჭიდრო კოორდინაციაში იმუშავებენ არასამთავროვო სექტორთან, ჩვენ უცხოელ მეგობრებთან, დიპლომატიურ კორპუსთან, იმისთვის რომ ყველამ ერთად საერთო ძალისხმევით დავიცვათ თითოეული ამომრჩევლის ხმა და არ დავუშვათ და არ მივცეთ ამ ქვეყანაში ხელისუფლებას არჩევნების გაყალბების საშუალება.

ვფიქრობ, რომ ეს არის ძალიან სერიოზული განაცხადი ოპოზიციური პარტიების მხრიდან, როგორც პოლიტიკური განაცხადი ერთობის და თავისუფალი არჩევნების შესახებ, ასევე პრაქტიკული და კონკრეტული განაცხადი, იმ სტრუქტურის შესახებ, რომელიც დაიცავს ამომრჩევლების ხმებს.“ - აცხადებს დავით ბაქარძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42