პარტია "რეფორმერის" წევრი გიორგი აბრამიშვილი: ერთჯერადი სუბსიდირებით სოფლის მეურნეობაში არსებული პრობლემების მოგვარება შეუძლებელია
პოლიტიკა - 16:40, 23 Aug, 2020     1137

კახეთსა და სხვა რეგიონებში სტიქიამ კვლავ დიდი ზარალი მიაყენა გლეხებს და ფერმერებს. სეტყვა და წყალდიდობები ყოველწლიურად აზიანებს სოფლის მეურნეობის სხვადასხვა დარგებს, მთავრობა სტიქიურ მოვლენებს ისევ ერთჯერად კრიზისებად განიხილავს და მისი მოგვარების გრძელვადიანი ხედვა არ აქვს.

პარტია "რეფორმერი" მთავრობის ინიციატივას, დასეტყვილი ფერმერებისთვის დახმარების ახალი პაკეტის გამოყოფასა და ზოგადად, აგროდაზღვევის პროექტს ეხმაურება. როგორც პარტიის წევრი გიორგი აბრამიშვილი აცხადებს, დაზღვევის სუბსიდირებისთვის გამოყოფილი მილიონები გადაყრილი თანხაა. ერთჯერადად, მეყსეული ეფექტისთვის გადადგმულ ნაბიჯებს არ მოაქვს შედეგი სოფლის მეურნეობაში და აზარალებს ეკონომიკას. "რეფორმერის" სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამით, აგროსექტორი დაფუძნებული უნდა იყოს გრძელვადიან, მდგრად სტრატეგიაზე, და არა ერთჯერადი კრიზისების მოგვარებაზე.

გიორგი აბრამიშვილი, პარტია "რეფორმერის" გამგეობის წევრი: "კახეთი, ისე როგორც სხვა რეგიონები, ამ სეზონზე ყოველთვის არის სეტყვის რისკის ქვეშ. კახეთისთვის სეტყვა განსაკუთრებით სავალალო შედეგებს იწვევს, ეს არის ვაზის კულტურის ძირითადი ადგილმდებარეობა, რომელსაც განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ქართული სოფლის მეურნეობისთვის, ამას გარდა მევენახეობა და ღვინის კულტურა სახელმწიფოს აღებული აქვს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად ქვეყნის საიმიჯო თვალსაზრისით, ამიტომ განიხილება ეს თემა ასე მწვავედ. "რეფორმერი" სოფლის მეურნეობის მიმართულებით მუშაობისას სვამს კითხვას, აქამდე რატომ ვერ გააცნობიერა სახელმწიფომ და კერძო სექტორმა, რომ ამ პრობლემის წინაშე ყოველწლიურად ვართ, და როგორ შეიძლება ჭკუა ვერ გვესწავლა, რომ ასეთი სტიქიები ასე მწვავედ არ აზარალებდეს ფერმერებს და არ ქმნიდეს კრიზისს? აგროსექტორის დაზღვევის სისტემა, რომელიც სახელმწიფოში 2014 წლიდან ხორციელდება, ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ამ სისტემას თავიდანვე უამრავი პრობლემა ახლდა, რაც მოჰყვება დღემდე. სახელმწიფო ყოველ წელს ხელახლა იწყებს საღვინე ყურძნის ფასისა და სავენახე მეურნეობების დაზღვევის სუბსიდირებას, აქამდე ჯერ კიდევ ვერ დაინერგა კულტურა, რომ ვენახს, ისევე როგორც სხვა ყველაფერს, ჯანმრთელობას, ქონებას დაზღვევა სჭირდება. როდესაც წინასწარ ვიცით, რომ ფაქტობრივად არ არსებობს წელი, როდესაც რამდენიმე რაიონი არ დაისეტყვება, რასაც მივყავართ სავალალო შედეგებამდე. ჩვენ ღარიბი სახელმწიფო ვართ, სახელმწიფო ვერ უზრუნველყოფს ყველა ფერმერის დაზღვევას, სუბსიდირება ამ სისტემისთვის არის ჩაკეტილი წრე. 2014 წლიდან დღემდე, 6 წლის შემდეგაც კი სახელმწიფო კვლავ სუბსიდირების საჭიროების წინაშე დგას. ფინანსების მხოლოდ სუბსიდირებაზე ხარჯვა არ იწვევს დამოკიდებულებების, ქცევის შეცვლას. სახელმწიფომ უნდა აწარმოოს უფრო ეფექტური საინფორმაციო კამპანია, რომლის მიზანიც ფერმერების ინფორმირებულობა და ცნობიერების ამაღლება იქნება, მათ უნდა გააცნობიერონ დაზღვევის სარგებელი. სუბსიდირება შეიძლება ხორციელდებოდეს, მაგრამ მხოლოდ პროგრამის ამოქმედების საწყის ეტაპებზე, როდესაც სახელმწიფოს მხარდაჭერა მნიშვნელოვანია, მაგრამ მას არ უნდა ჰქონდეს მუდმივი ხასიათი. აგროსექტორის დაზღვევის სუბსიდირებაზე მხოლოდ მიმდინარე წელს გამოყოფილია 9 მილიონი ლარი, რითიც, როგორც დაგეგმილია, უნდა ისარგებლონ დაახლოებით 12 ათასი ჰექტარის სასოფლო-სამეურნეო მიწის მესაკუთრე ფერმერებმა. სახელმწიფო მრავალწლიანი კულტურების შემთხვევაში სადაზღვევოს პრემიის 70% აფინანსებს, ხოლო ვაზის კულტურას - 50% -ით. მხოლოდ ვაზით განაშენიანებულ ფართობს თუ ავიღებთ, ეს არის 48 ათასი ჰექტარი, შესაბამისად, მევენახეების ძალიან მცირე ნაწილი თუ ისარგებლებს სუბსიდირების პროგრამით. გარდა იმისა, რომ მევენახეებში მწირია დაზღვევის სარგებლიანობის შესახებ ინფორმაცია, არსებობს ბიუროკრატიული პრობლემაც, მევენახე გაწევრიანებული უნდა იყოს ფერმერთა რეესტრში, ასევე მიწა, რომელზეც გაშენებულია ვენახი დარეგისტრირებული უნდა იყოს უძრავი ქონების რეესტრში. მევენახეები დგანან ბიუროკრატიული პრობლემის წინაშე, მათ გასავლელი აქვთ პროცედურები, რომელზეც არ არიან ინფორმირებულები. თუ არ მოხდა გლეხების, ფერმერების და მცირე სავენახე მეურნეობების მფლობელთა ინფორმირებულობა, ყოველ წელს ერთი და იგივე პრობლემის წინაშე ვიდგებით და სუბსიდირებისთვის გამოყოფილი მილიონები ისევ გადაყრილი თანხა იქნება, ერთჯერადად მეყსეულად გადადგმული ნაბიჯები არ მოიტანს შედეგებს სოფლის მეურნეობისთვის და დააზარალებს ეკონომიკას.

როგორც გიორგი აბრამიშვილი აღნიშნავს, პარტია "რეფორმერის" ხედვა დაფუძნებულია არა მარტო მევენახეობის, მთლიანად სოფლის მეურნეობის მიმართულების მდგრად განვითარებაზე : "დღეს საქართველოში მარტო საღვინე ყურძნის საბაზრო ფასის სუბსიდირებაზე წელიწადში 15-20 მილიონი ლარი იხარჯება, როდესაც ამავდროულად სავენახე მეურნეობების და აგრარული სექტორის ტექნოლოგიურ მოდერნიზაციაზე, საწარმოო ხაზების გამართვაზე, ინოვაციური მიდგომების დანერგვაზე იხარჯება მხოლოდ 5 მილიონი ლარი, რითიც სარგებლობს 105 კოოპერატივი, მაშინ როდესაც მარტო საღვინე მეურნეობების მიმართულებით დაახლოებით 2000 მდე კოოპერატივი და მეურნეობა გვაქვს. ტექნოლოგიური განვითარება სავენახე და სხვა მეურნეობებში, არის იმის წინაპირობა, რომ გრძელვადიან პერიოდში ფერმერებმა თვითონ შეძლონ საკუთარი სასოფლო - სამეურნეო პროდუქციის როგორც მაღალი ფასის, ისე ხარისხის შენარჩუნება. ეს არის კარგი წინაპირობა, თუ ფერმერი იმდენ შემოსავალს მიიღებს თავისი შრომის შედეგად, მისთვის უკვე ღირებული იქნება, დაზღვევის ანაზღაურების გადახდა სადაზღვევო კომპანიებისთვის და სახელმწიფოს აღარც კი მოუწევს ფიქრი, დაასუბსიდიროს თუ არა სადაზღვევო პრემია, რომელიც უნდა გადაიხადოს გლეხმა. ეს გრძელვადიანი ხედვაა, რომელსაც სჭირდება კარგი დაგეგმვა, განხორციელება. სახელმწიფომ უნდა შექმნას შესაძლებლობები, რომელსაც ეფექტურად გამოიყენებენ ფერმერები.

"მსოფლიო ღვინის წარმოებაში, ფართობი, რაც საქართველოში ვენახს უკავია, მნიშვნელოვანი არ არის, მაგრამ ჩვენთვის ძალიან დიდი მოცულობაა. ჩვენთან დიდი რაოდენობით საღვინე ყურძენი იწარმოება, ამ რაოდენობას ჩვენ ვერ მოვიხმართ, შესაბამისად, მუდმივად დგას მისი რეალიზაციის პრობლემა. ტრადიციულად ჩვენი გასაღების ბაზარი იყო რუსეთი, თუმცა მცირე ოდენობით ვართ წარმოდგენილი ისეთ ბაზრებზეც, როგორიცაა ევროპის, ჩინეთის, ამერიკის ბაზარი. სახელმწიფო არ ეძებს ახალ, გარე გასაღების ბაზრებს, სადაც თავის პროდუქციას გაიტანენ ჩვენი მეწარმეები. მათ სახელმწიფომ უნდა აღმოუჩინოს კონსოლიდირებული მხარდაჭერა, რადგან ამის გარეშე ფერმერებს დამოუკიდებლად არ შეუძლიათ საკუთარი პროდუქციის რეკლამირება და ბაზრის მოძიება საზღვარგარეთ. აქცენტი უნდა გაკეთდეს სახელმწიფოს და კერძო სექტორის კოოპერაციაზე. როდესაც ვსაუბრობთ გასაღების ბაზარზე, ძალიან მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ ზოგადი პოლიტიკური კონტექსტი და საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების შესაძლებლობები, ვგულისხმობ ევროპასთან გამარტივებული ვაჭრობის DCFTA შეთანხმებას, რომელიც ითვალისწინებს ბევრ პუნქტს, მათ შორის სტანდარტს, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს პროდუქცია, რომ შევიდეს ევროპის ბაზარზე. ამ შეთანხმებით არ სარგებლობს ჩვენი ბიზნესის 1% იც კი. სტანდარტები არც ისე რთული დასაკმაყოფილებელია, მათი უმეტესობა დაცულია მეღვინეების მიერ, მაგრამ მათ დამოუკიდებლად არ შეუძლიათ DCFTA შეთანხმების შესაძლებლობების გამოყენება, თუ სახელმწიფო არ შეუწყობს ხელს და არ დაუჭერს მხარს ფერმერს, მეღვინეს, რომ გაიტანოს პროდუქცია ევროპულ ბაზარზე. ეს არ ეხება მხოლოდ ღვინოს და არ არის მხოლოდ ფერმერების დახმარება, ეს პირდაპირ აისახება ქართულ ეკონომიკაზე შემოსული გადასახადების სახით.

ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა გავხდეთ ეკონომიკური ჰაბი. გეოპოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე საქართველო ბუნებრივად ჩამოყალიბდა ისეთ ეკონომიკურ ზონად, სადაც შესაძლებელია ერთის მხრივ ახლო აღმოსავლეთის, სამხრეთ აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების და ევროპას შორის წარმოებდეს პროდუქციის და სერვისების გაცვლა. იმას თუ გავითვალისწინებთ, რომ ჩვენ ხშირად თავად ვახორციელებთ იმპორტს და ასევე ჩვენი ქვეყნის გავლით გადის პროდუქცია ირანიდან, სომხეთიდან, თურქეთიდან სხვადასხვა ქვეყნებში. DCFTA შეთანხმება არის შინაარსით უნიკალური შეთანხმება, ჩვენს სამეზობლოში დაახლოებით 1000-1500 კილომეტრის რადიუსში ამისი შესაძლებლობა არც ერთ ქვეყანას არ აქვს. ეს არის მნიშვნელოვანი აქტივი, რასაც არც სახელმწიფო იყენებს და დამოუკიდებლად, მასზე წვდომა კერძო სექტორსაც არ აქვს - აცხადებს პარტია "რეფორმერის" წევრი გიორგი აბრამიშვილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42