პედაგოგი, რომელიც სოფელ ძევერის საჯარო სკოლაში 26 წელი სამოქალაქო განათლებასა და ისტორიას ასწავლიდა, სამსახურიდან გაუშვეს. “ნიუპოსტის” კორესპონდნეტის ცნობით, თამარ ბუხრაძე ამბობს, რომ გადაწყვეტილება პოლიტიკური ნიშნით მიიღეს და ამაზე პასუხისმგებლობას სკოლის დირექტორთან ერთად, "ქართულ ოცნებას" აკისრებს.
“უსაფუძვლოდ მომივიდა გათავისუფლების ბრძანება. უსაფუძვლოს ვუწოდებ, რადგან მე საკმარისი კრედიტ ქულები მაქვს და ასევე ხუთ კრედიტიანი ტრეინინგები. არავითარ შემთხვევაში არ გავჩერდები. ვაპირებ სამართლებრივ ბრძოლას. იცოდნენ, რომ მე ოპოზიციას ვუჭერდი მხარს და ეს არც დამიმალავს, ამიტომაც დამსაჯეს”,-აცხადებს თამარ ბუხრაძე.
სკოლის დირექტორის, ნუნუ წაველიძის თქმით, სავალდებულო აქტივობები თამარ ბუხრაძე არ ჰქონდა ჩატარებული, რომელსაც დაესწრებიდა შეფასების ჯგუფი და შეაფასებდა. ის პედაგოგის გათავისუფლების მოზეზად სწორედ ამას ასახელებს და ირწმუნება, რომ მთაბრობის დადგენილება არ აძლევდა სხვა, შედარებით მსუბუქი სადამსჯელო ღონისძიების გატარების საშუალებას.
სკოლიდან გათავისუფლებული პედაგოგი ენმ-ს ერთ-ერთმა ლიდერმა, პარლამენტის წევრმა ბადრი ბასიშვილმა მოინახულა.
მასალის გამოყენების პირობები






