"სამწუხაროდ ეს ადასტურებს ჩვენს შიშს ჰოსპიტალური სექტორის მოუმზადებლობასთან დაკავშირებით და კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ ის შედეგები რაც გვაქვს ეპიდემიოლოგიური სამსახურის დამსახურებაა“- ვახტანგ კალოიანი "iინფექციურის" შესახებ
პოლიტიკა - 12:35, 23 Aug, 2020     967

აჭარის უმაღლეს საბჭოში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ევროპული საქართველოდან, ექიმი ვახტანგ კალოიანი, ინფექციურ საავადმყოფოსთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროს მოუწოდებს.

ვახტანგ კალოიანის თქმით, ინფექციურ პათოლოგიათა და შიდსის ცენტრის ირგვლივ, ჯანდაცვის და ეკონომიკის სამინისტროს მიერ მოწყობილი ვაკხანალია, კიდევ ერთი მაგალითია ჯანდაცვის გაუაზრებელი და არათანმიმდევრული პოლიტიკის.

„სამწუხაროდ ეს ადასტურებს ჩვენს შიშს ჰოსპიტალური სექტორის მოუმზადებლობასთან

დაკავშირებით და კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ ის შედეგები რაც გვაქვს

ეპიდემიოლოგიური სამსახურის დამსახურებაა.“- აცხადებს ვახტანგ კალოიანი.

ვახტანგ კალოიანის თქმით, იმ ფონზე როდესაც ინფექციურ პათოლოგიათა და შიდსის ცენტრი შერჩეულია COVID ეპიდემიაზე რეაგირების ერთ -ერთ წამყვან ცენტრად, მისი ამ პირობებში დატოვება უპასუხისმგებლობაა და საფრთხეს უქმნის პაციენტების უსაფრთხო მკურნალობას. კალოიანი აღნიშნავს, რომ ამასთან დაკავშირებით სამედიცინო საზოგადოება ჯერ კიდევ მარტში მოუწოდებდა ხელისუფლებას რეაგირებისკენ.

ვახტანგ კალოიანის განცხადებით, ის თანხა, რომელსაც მოითხოვს თენგიზ ცერცვაძე, რათა გარემონტდეს ინფექციური საავადმყოფოს შენობა არ არის საკმარისი და ის მხოლოდ მინიმალური ინფრასტრუქტურული სამუშაოებისათის იქნება საკმარისი, რადგან შენობა უმძიმეს მდგომარეობაშია. ამრიგად, მისი თქმით, საჭიროა ახალი შენობის აშენება, რათა მოხდეს პაციენტების სათანადო პირობებში მომსახურეობა.

ვახტანგ კალოიანმა ჯანდაცვის სამინისტროს მოუწოდა, რომ დააკმაყოფილოს შემდეგი პირობები:

1. გასაჯაროვდეს COVID პანდემიაზე რეაგირების ხარჯები.

2. საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი გახდეს COVID -ზე რეაგირების და

მომზადების დეტალური გეგმა და არა ეკლექტური მსჯელობები მასმედიით.

3. ინფექციურ პათოლოგიათა და შიდსის ცენტრს ახალი შენობის აშენებამდე მიეცეს

უსაფრთხოდ და ნორმალურად ფუნქციონირების საშუალება. ქ-ნ ტიკარაძის განცხადებით საწოლთა ფონდის მხოლოდ 40%-ია დატვირთული.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42