მე ვარ მარლთმადიდებელი ქრისტიანი და მე დღეს მოვედი მეჩეთში და დავესწარი ლოცვას, რომ ამით გამოვხატო ჩემი პატივისცემა საქართველოს ქართველი მუსლიმი თემის მიმართ - დავით ბაქრაძე
პოლიტიკა - 11:19, 23 Aug, 2020     1545

ევროპული საქართველოს ლიდერი დავით ბაქრაძე და ხულოს მაჟორიტარობის კანდიდატი ტარიელ ნაკაიძე სოფელ დიდაჭარაში მეჩეთში, პარასკევის ლოცვას დაესწრნენ. მოგვიანებით, მათ მოისმინეს ადგილობრივების პრობლემები და მათი გადაჭრის გზებზე ისაუბრეს.

დავით ბაქრაძის თქმით, მოსახლეობას აქვს მძიმე სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობა, ხოლო მისი მოგვარების გზა საპარლამენტო არჩვენებზე გადის. ტარიელ ნაკაიძემ ხაზი გაუსვა უმცირესობების პრობლემებს და აღნიშნა, რომ ის იქნება ყოველი მოქალაქის ღირსეული დამცველი საქართველოს პარლამენტში.

„მე ვარ მარლთმადიდებელი ქრისტიანი და მე დღეს მოვედი მეჩეთში და დავესწარი ლოცვას, რომ ამით გამოვხატო ჩემი პატივისცემა საქართველოს ქართველი მუსლიმი თემის მიმართ. ამ ადამიანებს აწუხეთ ძალიან ბევრი პრობლემა და ეს ხალხი არის ჩვენი საზოგადოების სისხლი და ხორცი. ჩვენ ვალდებული ვართ, რომ ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის რომ საქართველოს მუსლიმი თემის პრობლემები მოგვარდეს, რომ ამ ადამიანებს ჰყავდეთ ღირსეული წარმომადგენელი პარლამენტში და ჩვენ ყველამ ერთად, ზოგმა მეჩეთში ლოცვით, ზოგმა ეკლესიაში ლოცვით, ზოგმა სინაგოგაში ლოცვით, ყველამ ერთად ავაშენოთ ჩვენი საერთო ქვეყანა, ჩვენი საერთო სამშობლო. ამიტომ, ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია ასეთი მხარდაჭერა იყოს და მნიშვნელოვანია, რომ ამ ადამიანებს პარლამენტში ჰყავდეთ წარმომადგენელი და აქ, ზემო აჭარაში, ევროპულ საქართველოს ჰყავს ძალიან ძლიერი კანდიდატი, ძალიან წესიერი ადამიანი, ამ საზოგადოების ნაწილი, ჩვენი ქართველი მუსლიმი თემის ნაწილი ტარიელ ნაკაიძე და მე დარწმნებლი ვარ, რომ ის იქნება ამ კუთხის ღირსეული წარმომადგენელი საქართველოს პარლამენტში.“ - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

„ეხლა ჩვენ ვიმყოფებით სოფელ დიდაჭარაში, ხულოს მუნიციპალიტეტში. ჩვენ დღეს აქ შევასრულეთ პარასკევის ლოცვა, შევხდით მოსახლეობას, მოვისმინეთ მათი გაჭირვებები, გავაცანით ევროპული საქართველოს გეგმა და ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად შევძლოთ ამ ადამიანების წარმომადგენლობა გვყავდეს საქართველოს პარლამენტში, ამ ადამიანების ჭირი და ლხინი მივიტანოთ და შევეცადოთ მათი პრობლემების მოგვარება. აქამდე, წინამორბედები, ამ მიმართულებით არ მუშაობდენ და მხოლოდ საკუთარი ბიზნესების გამდიდრება იყო მათი მთავარი მიზანი. დიდაჭარას, ხულოს და მთლიანად აჭარას სჭირდება პოლიტიკოსი, რომელიც წარმოადგენს აჭარლების ხმას როგორც აჭარაში, ისე მთლიან საქართველოში.“- განაცხადა ტარიელ ნაკაიძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42