"პროკურატურის ვერსიით შაქარაშვილზე დევნა, მისი ცემა, მდინარეში გადაგდება, დამნაშავეების უკან დაბრუნება და ფეხით მისვლა მანქანამდე, სამრეცხაოსთან, ეს ყველაფერი 7 წთ-ში მოხდა, თქვენი აზრით, ეს რეალურია?" - ვახო სანაია
პოლიტიკა - 21:08, 22 Aug, 2020     4332

ჟურნალისტი ვახო სანაია შაქარაშვილის საქმეზე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და პროკურატურის ვერსიას დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით არარეალურს უწოდებს.


"კიდევ ერთხელ პროკურატურის ვერსიაზე:

ტოიოტასთან 7 წუთში ბრუნდება 2 მგზავრი, სადაც დახვდათ ვასილ მახარაძე. ესე იგი, სამი უკვე მანქანაშია.

ვასილ მახარაძის გარდა, რომელიც მანქანასთან დარჩა, ყველა გაეკიდა შაქარაშვილსა და სხვებს. ანუ 5 კაცი

პროკურატურა ამტკიცებს, რომ ეს ხუთივე პირი ჩაჰყვა გიორგი შაქარაშვილს ხევში, ფერდობზე, მდინარემდე.

ანუ სულ გვაქვს 7 წუთი. ამ 7 წუთში უნდა მოესწროს შემდეგი მოქმედებები:

1. გაეკიდონ მაგისტალზე შაქარაშვილსა და სხვებს.

2. ნაწილმა გადაკვეთოს მაგისტრალი და მივიდეს ჯერ ფერად სახლამდე, ჩავიდეს მეორე ხარისხოვან გზაზე. მეორე ნაწილი ჯერ მივიდეს ხიდის ბოლომდე, შემდეგ გააგრძელოს მოძრაობა, გზა მოუჭრას გიორგი შაქარაშვილს და ორი მათგანი უკან დაბრუნდეს მანქანასთან.

ეს სრულიად შესაძლებელია, მაგრამ რას ამბობს ამის შემდეგ პროკურატურა:

3. შაქარაშვილმა ფერადი შენობიდან უნდა ირბინოს მეორეხარისხოვან გზაზე, შემდეგ უნდა გადაუხვიოს ხიდის ქვეშ, ფერდობზე.

4. ხუთივე მდევარი ჩაჰყვეს შაქარაშვილს ამ ფერდობზე

5. შაქარაშვილი სიბნელეში, უცნობ გზაზე, სირბილით ჩავიდეს მდინარემდე ისე, რომ არ წაიქცეს და დაზიანება არ მიიღოს.

6. მდევრებიც უნდა ჩაჰყვნენ მდინარემდე, მათ შორის, მძიმეწონიანი სპორტსმენები.

7. სცემონ შაქარაშვილს.

8. შაქარაშვილი გადააგდონ მდინარეში.

9. ჩანთა აღმოჩნდეს ხიდის ბურჯზე

10. ხუთივე პირი ამოვიდეს სიბნელეში უკან.

11. ხუთივე აღმოჩნდეს ხიდის ქვემოთ.

12. მერე ამოვიდნენ ასევე ფეხით მაგისტრალზე, ხიდის ბოლოში.

13. ხიდის ბოლოდან ორი მათგანი ფეხით მივიდეს მანქანამდე, სამრეცხაოსთან.

ეს ყველაფერი უნდა მოესწროს 7 წუთში. თქვენი აზრით, ეს რეალურია ? " - წერს ვახო სანაია სოციალურ ქსელში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42