ზოდიაქოს ექვსი ნიშანი, რომელსაც ყველაზე ხშირად ენგრევა ოჯახი
ეს საინტერესოა - 15:10, 22 Aug, 2020     2150

განქორწინებას ერთერთი პარტნიორი უფრო მეტად განიცდის ვიდრე მეორე. იგი ყველაფერში საკუთარ თავს ადანაშაულებს, ცდილობს გააცნობიეროს რა გააკეთა არასწორად, სად დაუშვა შეცდომები და ა.შ. თუმცა იმდენს ვერ აანალიზებს, რომ არსებობენ ადამიანები, ვინც ბოლომდე ვერ ეგუება ოჯახსა და ქორწინებას. ასტროლოგებმაა ჩაატარეს კვლევა და გამოავლინეს ზოდიაქოს ექვსი ნიშანი, რომელსაც ყველაზე ხშირად ენგრევა ოჯახი:

ვერძი

ის დომინანტია ყველგან. ოჯახშიც მისი სიტყვა კანონი უნდა იყოს. რაცას ის იტყვის აუცილებლად ისე უნდა გაკეთდეს, თუ არა და სკანდალს მოაწყობს. მას არ შეუძლია პრობლემებზე თვალის დახუჭვა. თუ კი კომფლიქტისთვის თუნდაც პატარა საბაბი მიეცა, ის წამსვე "აქცევს ჭიანჭველას სპილოდ". კომპრომისისა და დათმობის შესახებ საერთოდ არაფერი სმენია. რა თქმა უნდა, დაშორების შემთხვევაშიც ვერძი ყველაფერს მეორე მხარეს დააბრალებს. აბა, როგორ... თვითონ ხომ სულ მართალია?!

მშვილდოსანი

ის ერთ-ერთი ყველაზე თავისუფლების მოყვარე ზოდიაქოს ნიშანია. მისთვის ქორწინება და ოჯახი ციხესთან ასოცირდება. ფიქრობს, რომ ამით თავისუფლება ეზღუდება და მისი დარწმუნება, რომ ეს ასე არ არის ყველა ადამიანს არ გამოსდის. მშვილდოსანი ვერ აიტანს, რომ ვინმე მას რაიმეს დაუშლის ან რაიმე ფორმით შეზღუდავს. ამ ყველაფერს აგრესიით პასუხობს, რაც ოჯახში დიდ აურზაურს იწვევს. გარდა ამისა მას არც ღალატის შემდეგ აწუხებს სინდისი. მისთვის ფიზიკური გართობა არ ასოცირდება ღალატთან და ცუდ საქციელთან.

კურო

ის მხოლოდ გვერდიდან ჩანს ასეთი წყნარი და მშვიდი. საკმარისია მასთან ერთად ოჯახი შექმნა და მაშინვე აღმოაჩენ, რომ ის სულ სხვა ადამიანი ყოფილა. დიდი ტყუილი იქნება კუროს, რომ ცუდი მეუღლე ვუწოდოთ, პირიქით! ძალიან ყურადღებიანი და მოსიყვარულეა. უბრალოდ ის თავისი პარტნიორისგან ყოველთვის ყველაფერშ მაქსიმუმს ითხოვს. უნდა, რომ ყველაფერში იდეალური იყოს და იმაზე მეტად ეცადოს ვიდრე ეს მას შეუძლია. არ დაგვავიწყდეს ძალიან, ძალიან შემაწუხებელი და ისტერიკამდე მიმყვანი ეჭვიანობა, რომელიც კუროს ახასიათებს.

მერწყული

მას ალბათ მშვილდოსანზე მეტადაც კი უყვარს თავისუფფლება. მისთვის ურთიერთობების დაწყებაც კი რთულია, არა თუ ოჯახის შექმნა. ამიტომაცაა, რომ თუ კი მეწყული ოჯახის შექმნას მაინც გადაწყვეტს, მაქსიმუმ 3 წელი "გაქაჩოს". სხვათასორის ქალი მერწყული უფრო ვერ ეგუება ქორწინებას ვიდრე კაცი. ეს ღრმადმოაზროვნე ზოდიაქოს ნიშანი გატაცებულია ფილოსოფიითა და უყვარს საკამათო თემებზე ინტელექტუალური დიალოგები. აი, თუ კი მის პარტნიორს ამ საკითხში ცოდნა და უნარები დააკლდა, მაშინ მერწყულისთვის ის ყველანაირ მიმზიდველობას დაკარგავს.

ქალწული

ქალწულისთვის ოჯახი პირველ ადგილზე დგას, ამიტომაცაა მისი ამ ჩამონათვალში ყოფნა ასეთი გაუგებარი, თუმცა ამასაც აქვს ლოგიკური ახსნა. ის "ახრჩობს" თავის პარტნიორს ზედმეტი ყურადღებით, რის გამოც ურთიერთობას გაუსაძლისს ხდის. გარდა ამისა, ქალწულის ერთ-ერთი ყველაზე დიდი შეცდომა ისაა, რომ დაოჯახების შემდეგ მხოლოდ ოჯახზე ფიქრობს და ზრუნავს, საკუთარ თავს კი საერთოდ ივიწყებს. ივიწყებს საკუთარ ინტერესებს, ჰობს, გარეგნობასა და ა.შ. ამას პარტნიორიც მსვენივრად ამჩნევს და დიდად ბედნიერი ვერაა ამით.

თხის რქა

მას ტყუილად კი არ ეძახიან გულქვასა და უგრძნობს?! ეს ყველაფერი საწყის ეტაპზე არ ჩანს, რადგან ამ დროს პირიქით, რომანტიკული, თბილი და სათნო. მაგრამ ქორწინების შემდეგ ყველაფერი იცვლება. თხის რქა მეორე ნახევრის მიმართ ძალიან მომთხოვნი და წუწუნაა. ყველა მისი ბრძანება დაუყონებლივ უნდა შესრულდეს, სხვა ვარიანტი არც კი განიხილება! ყველაზე გაუსაძლისი კი პარტნიორისთვის თხის რქის წუწურაქობაა. ის არ დააფასებს მას თუ კი ოჯახის ბიუჯეტის გასაზრდელად არაფერს გააკეთებს. ფინანსები ხომ მისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია...





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42