დედის მკვლელობასა და კანიბალიზმის ეპიდოში ბრალდებული ირმა ყოჩიაშვილი, რომელიც ამჟამად სასჯელს იხდის ამბობს, რომ უცნაური ხილვები აქვს, რომლის ახსნასაც მხოლოდ ნათელმხილველი ან ექსტრასენსი შეძლებს. ირმა ყოჩიაშვილი საკუთარ მძიმე ბავშვობას იხსენებს და გამზრდელი მშობლების მხრიდან ფსიქოლოგიურ ზეწოლაზე საუბრობს. მისი თქმით, ბავშვობის ტრამვების შემდეგ მის სხეულში სხვა სული ჩასახლდა.
"ჩემი თავგადასავალი საკმაოდ მძიმე მოსასმენია. ნაშვილები ვარ. მშობლები, რომლებმაც მიშვილეს, ფიზიკურად ძალადობდნენ ჩემზე, ახორციელებდნენ ფსიქოლოგიურ ზეწოლას, არაადამიანურად მექცეოდნენ, სასტიკი მოპყრობითა და წამებით მსჯიდნენ, წამართვეს ცხოვრება, სიცოცხლის სურვილი; არ მქონია ოჯახური გარემო, არასდროს მიგრძნია დედობრივი სითბო, სიყვარული და მზრუნველობა. ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ ჩემს მეხსიერებაში და ჩემს მოგონებებში ცოცხლობდა მშობელი დედა, რომელიც მზრდიდა; სახლი, სადაც ვიზრდებოდი. დედაჩემი მაღალი, გამხდარი, გრძელ კაბაში ჩაცმული ქალი იყო მწვანე თვალებით, ტალღოვანი გრძელი შავი თმით.
ხშირად არაადამიანური ხმით ვღრიალებდი, ვტიროდი, ნერვიული შეტევები მქონდა, კრუნჩხვებში ვვარდებოდი. მოხეტიალე სულივით დავიარებოდი. ფსიქიატრიული საავადმყოფოდან გამოქცეული შეშლილივით ვკიოდი, ოჯახის წევრებისგან ვითხოვდი, რომ ჩემი თავი მშობელი დედისთვის დაებრუნებინათ, საკუთარ სახლში წავეყვანეთ. ის დედა მენატრებოდა, რომელიც ძილის წინ ზღაპრებს მიკითხავდა.
გადავწყვიტე ცოტაოდენი ფული მეშოვა და მიწისქვეშა გადასასვლელში დავჯექი, მოწყალების თხოვნა დავიწყე იმ ბავშვებთან ერთად, რომლებიც ოჯახური ძალადობის მსხვერპლები იყვნენ.სახლიდან წამოსულები, სახლ-კარის გარეშე დარჩენილი პატარები ღამეს ქუჩაში ათევდნენ, მომავალი არ გააჩნდათ. მათი ყოფა ქუჩაში ხეტიალით, ნარკოტიკებით, ალკოჰოლური სასმელის მიღებით, ვირტუალური სამყაროების ძებნით შემოიფარგლებოდა. მათი არსებობა სიკვდილის ტოლფასი იყო.
მას მერე სრული მეტამორფოზა გამოვიარე, სხვა სული ჩასახლდა ჩემში და 2013 წელს წიგნის წერაც დავიწყე. სიტყვები, წინადადებები ყურში ჩამესმოდა, არაამქვეყნიური, არაადამიანური ხმით. შეიძლება ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ კადრებს ვხედავდი გახელილი თვალებით, ყველაფერი ფილმის ეპიზოდებივით ტრიალებდა; დედამიწის არარსებულ ფერებს ვხედავდი, როგორც კომის დროს ის პაციენტები ხედავენ, რომლებმაც მძიმე ტრავმები გადაიტანეს.
უცნაური ხილვები მაქვს და ვფიქრობ, ამ ყველაფრის ახსნას მხოლოდ ნათელმხილველი ან ექსტრასენსი შეძლებს, რომელსაც ასევე დამეხმარება ჩემი ნამდვილი მშობლების პოვნაში. სამყარო მესაუბრება, რომ ამის დრო მოვიდა. ჟამი დადგა შეხვედრის. ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ვიღაც მეძებს, ტირის, განიცდის და მოსვენებას ვერ ვპოულობ," - უყვება ირმა ყოჩიაშვილი ჟურნალ "გზას".
2016 წლის 19 ოქტომბერს 76 წლის ირმა ყოჩიშვილმა დედა, ლუბა ყოჩიაშვილი მისი მეგობრის, ბექა შენგელიას დახმარებით მოკლა, გვამი დაანაწევრეს და შემდეგ დაწვეს. სასამართლომ ბექა შენგელიას უვადო, ხოლო ირმა ყოჩიაშვილს ოცი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ასევა, ამავე საქმეში იკვეთება კანიბალიზმის ეპიზოდიც.
მასალის გამოყენების პირობები






