საზოგადოებაში ფაქტობრივად კონსენსუსია იმაზე, რომ ამ არჩევნებზე ხელისუფლება უნდა შეიცვალოს - გიგა ბოკერია
პოლიტიკა - 14:06, 22 Aug, 2020     1094

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, ფოთის, ხობისა და სენაკის მაჟორიტარობის კანდიდატი, გიგა ბოკერია, სენაკის ამომრჩეველს შეხვდა და მათი პრობლემები მოისმინა.

გიგა ბოკერიას თქმით, ის სენაკის რამდენიმე სოფელში იმყოფებოდა, გაეცნო ადგილობრივების პრობლემებს და მათი მოგვარების გზებზე ისაუბრა.

„ვიყავი ძველი სენაკის ცენტრში, კოტიანეთში, გეჯეთში, მეორე ნოსორში, ქალაქშიც - ჭავჭავაძის ქუჩაზე. ცხადია, ოცამდე შეხვედრიდან დასკვნების განზოგადება არასწორია, მაგრამ გავრისკავ და ზოგად შთაბეჭდილებას დავწერ. მოქალაქეების დამოკიდებულება 2- სახოვანია:

ერთი მხრივ, ძალიან ცხადია ცვლილებების სურვილი - ივანიშვილის მთავრობა გადაგდების და კორუფციის სიმბოლოდაა ქცეული და ფაქტობრივად კონსენსუსია იმაზე, რომ ამ არჩევნებზე ხელისუფლება უნდა შეიცვალოს.

მეორე მხრივ, ძალიან თვალში მოსახვედრია იმედგაცრუება პოლიტიკური კლასით და არჩევნებით. მაინც არაფერი შეიცვლება.... 2012 წელს იმდენი დაპირება მოვისმინეთ... ჩვენი ხმა მაინც არავის ესმის... ხალხს ისე უჭირს, მცირედი დახმარებითაც აიძულებს მხარი დაუჭირონ - ყველა შეხვედრაზე მესმოდა ასეთი ფრაზები.“- განაცხადა გიგა ბოკერიამ.

გიგა ბოკერიას თქმით, ევროპული საქართველოს გუნდს აქვს ამოცანა, რომ პირველ რიგში მოსახლეობის დაკვეთას უპასუხოს და ივანიშვილის ხელისუფლება არჩევნების გზით შეცვალოს, შემდეგში კი რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს გარდამტეხი ცვლილებები, რათა ქვეყანა ჩიხიდან გამოვიდეს.

„ჩვენ, ევროპულ საქართველოს, 2 ამოცანა გვაქვს:

პირველ რიგში უნდა ვუპასუხოთ მოსახლეობის დაკვეთას და ხელისუფლება არჩევნების გზით შევცვალოთ.

მაგრამ ამაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ სწრაფადვე გადავდგათ ის ნაბიჯები, რომლებიც დაუბრუნებს მოქალაქეებს რწმენას რომ არჩევნებით გარდამტეხი ცვლილებების გამოწვევა და ჩიხიდან გამოსავლის პოვნა შეიძლება.

ჩემს პირად გამოწვევად კი იმას ვხედავ, რომ ჩემი პოლიტიკური ხედვა მცირე მთავრობაზე, გადასახადების შემცირებაზე, კერძო საკუთრებაზე, პუტინის მოგერიებაზე, დასავლეთისკენ სწრაფვაზე და ზოგადად მოქალაქეებისთვის თავისუფლების დაბრუნებაზე, ამომრჩევლისთვის გასაგები გავხადო და ავხსნა, კონკრეტულად მისთვის რა კონკრეტული შედეგი ექნება ჩემს და ჩემი გუნდის პოლიტიკას.“- აცხადებს გიგა ბოკერია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42