"ქართული ოცნების“ პოლიტიკამ რუსეთთან დაკავშირებით სრული ფიასკო განიცადა მიგვაჩნია, რომ საქართველომ რუსეთს უნდა გადაახდევინოს მაღალი პოლიტიკური ფასი მცოცავი ოკუპაციისთვის და ჩვენი მოქალაქეების უფლებების უხეში შელახვისთვის - თეონა აქუბარდია
პოლიტიკა - 13:48, 22 Aug, 2020     1148

საოკუპაციო რეჟიმის მიერ საქართველოს მოქალაქის ხვიჩა მღებრიშვილის უკანონო პატიმრობის შეფარდებასთან დაკავშირებით საკითხს „სტრატეგია აღმაშენებლის“ სპიკერი თეონა აქუბარდია ეხმაურება. თეონა აქუბარდიას თქმით, აღნიშნული ქმედება რუსეთის მხრიდან აგრესიული პოლიტიკის კიდევ ერთი გამოვლინებაა და საქართველომ ოკუპანტ ქვეყანას მაღალი პოლიტიკური ფასი უნდა გადაახდევინოს. „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერი საერთაშორისო თანამეგობრობას მიმართავს, რათა აღნიშნულ საქმეში აქტიურად ჩაერთონ და დაუყოვნებლივ მოხდეს საქართველოს მოქალაქეების უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლება.


„რუსეთის საკუპაციო რეჟიმის მიერ ჩვენი მოქალაქის ხვიჩა მღებრიშვილისთვის სრულიად აბსურდული ბრალდებით პატიმრობის მისჯა კიდევ ეთი გამოვლინებაა იმისა, თუ როგორ უპრისპირდება რუსეთი საქართველოს და მისი ხალხის ინტერესებს. სამწუხაროდ დღემდე წინასწარი დაკავების იზოლატორში რჩება ზაზა გახელაძეც, რომელსაც ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა ჯერ ესროლეს, დაჭრეს და შემდეგ გაიტაცეს ჩვენს მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან.

„სრატეგია აღმაშენებლის“ გუნდი მოვუწოდებთ რუსეთს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს უკანონოდ დაპატიმრებული ჩვენი მოქალაქეები. ასევე მივმართავთ საერთაშორისო თანამეგობრობას აქტურად ჩაერთონ მათი გათავისუფლების საქმეში.

მიგვაჩნია, რომ საქართველომ რუსეთს უნდა გადაახდევინოს მაღალი პოლიტიკური ფასი მცოცავი ოკუპაციისთვის და მწვავე ჰუმანიტარული კრიზისის შექმნისთვის.

„ქართული ოცნების“ პოლიტიკამ რუსეთთან დაკავშირებით სრული ფიასკო განიცადა. მეტიც, სამწუხაროდ საქართველოს დღეს არ გააჩნია არც განახლებული ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია და არც საფრთხების შეფასების დოკუმენტი მომატებულ საფრთხეებთან და რუსეთის ჰიბრიდულ ომთან დასაპირისპირებლად.

იმისთვის, რომ საქართველომ უზრუნველყოს ეროვნული ინტერესები და დაიცვას საკუთარი ხალხი რუსული აგრესიისგან, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია შეიქმნას განახლებული უსაფრთხოების სტრატეგია და ჩვენ, „ სტრატეგია აღმაშენებელი“ 31 ოქტომბრის შემდეგ ეროვნული თანხმობის საფუძველზე ყველაფრეს გავაკეთებთ ამის შესაქმნელად“ - თეონა აქუბარდია.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42