ევროპული საქართველოს ლიდერი, დავით ბაქრაძე, ხულოში მხარდამჭერებს შეხვდა და „ ხულო, შუახევის, ქედის” მაჟორიტარობის კანდიდატი ტარიელ ნაკაიძე წარუდგინა
პოლიტიკა - 11:19, 22 Aug, 2020     1098

ევროპული საქართველოს ლიდერი, დავით ბაქრაძე, ხულოში მხარდამჭერებს შეხვდა და „ ხულო, შუახევის, ქედის” მაჟორიტარობის კანდიდატი ტარიელ ნაკაიძე წარუდგინა.

დავით ბაქრაძემ და ტარიელ ნაკაიძემ მოსახლეობას სიტყვით მიმართეს, ისაუბრეს ადგილობრივ პრობლემებზე, ცვლილებების აუცილებლობაზე და მხარდამჭერებს ევროპული საქართველოს სამომავლო ხედვა გააცნეს. დავით ბაქრაძის განცხადებით - უმუშევრობისგან, სიღარიბისგან, უპერსპექტივობისაგან თავის დაღწევის ერთადერთი გამოსავალი ოქტომრბრის არჩევნებია. ტარიელ ნაკაიძემ უმცირესობების პრობლემებზე ისაუბრა და აღნიშნა,რომ ადამიანის უფლებები რეგიონში არ არის დაცული და გამარჯვების შემთხვევაში თავად იქნება ხალხის ხმა პარლამენტში.

„ხულოში ევროპულ სააქართველოს ჰყავს ძალიან ძლიერი კანდიდატი, ტარიელ ნაკაიძე, ადამიანი, რომელიც არის ამ საზოგადოების ნაწილი, ადამიანი, რომელიც ბევრი წელია ზრუნავს ქართველი მუსლიმი თემის კეთილდღეობაზე და მათი პრობლემების მოგვარებაზე, ადამიანი, რომელიც პარლამენტში მოვა არა საკუთარი ტენდერების, ბიზნესებისა და სასტუმროების ასაშენებლად, არამედ მისი რაიონის ფეხზე დასაყენებლად. ეს არის ადამიანი, რომელსაც პატივს სცემს მთელი მთიანი აჭარა და დარწმუნებლი ვარ, რომ ევროპული საქართველო ხულოში იბრძოლებს გამარჯვებისთვის, როგორც პროპორციულ ნაწილში, ასევე მაჟორიტარობის ნაწილში. ჩვენ ყველა ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შევცვლით ჩვენ ცხოვრებას უკეთესობისაკენ.“ - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

„მე ვამაყობ ხულოელებით, ხულო არის ერთ-ერთი სერიოზული მუნიციპალიტეტი მაღალმთიან აჭარაში, რომელიც მრავალფეროვნებით გამოირჩევა. საქართველოს 44 მუნიციპალიტეტში ხულოელი ცხოვრობს, ძალიან ბევრი ხულოელი ცხოვრობს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში. ხულოელები არიან ძალიან მშრომელები, მათი პრობლემები კი ჩემთვის ძალიან ნაცნობი და მნიშვნელოვანია, რადგან მეც ამ კუთხეში დაბადებული ვარ და ამ მუნიციპალიტეტის მკვიდრი. მე ვიქნები მათი ხმა, მათი წარმომადგენელი, მათი ტკივილების გამზიარებელი და ადამიანი, რომელიც მათი პრობლემების მოგვარებას აქტიურად შევუდგები. მჯერა, რომ ძალიან ბევრ კარგ საქმეს გავაკეთებ ამ ადამიანების მხარდაწერით.“- განაცხადა ტარიელ ნაკაიძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42